EU4Culture II
EU4Culture II - მდგრადი შემოქმედებითი ეკოსისტემები
EU4Culture II აძლიერებს კულტურის როლს როგორც ეკონომიკური და სოციალური განვითარების მამოძრავებელ ძალას აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რეგიონში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა და ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოება).
EU4Culture II კულტურას წარმოაჩენს, როგორც ეკონომიკური ზრდის, ინოვაციებისა და გრძელვადიანი მდგრადობის სტრატეგიულ მამოძრავებელ ძალას აღმოსავლეთ პარტნიორობის მთელ რეგიონში.
პროგრამა ხელს უწყობს სტაბილური კულტურული ეკოსისტემების შექმნას, აძლიერებს კულტურულ და შემოქმედებით სექტორებს (CCS) და ამყარებს თანამშრომლობას ევროპულ ქსელებთან მიზნობრივი მხარდაჭერის, პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამების მეშვეობით.
EU4Culture II აღიარებულია როგორც წამყვანი ინიციატივა ევროპის კულტურის კომპასის ფარგლებში, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის სტრატეგიულ მიმართულებებს საერთაშორისო კულტურული ურთიერთობებისთვის.
პროგრამა ხორციელდება "ევროპის გუნდის" (Team Europe) მიდგომით და მასში ჩართულნი არიან რეგიონში მოქმედი ევროპის ეროვნული კულტურის ინსტიტუტების ქსელის (EUNIC) წევრები.
ძირითადი აქტივობები:
- შემოქმედებითი თანამშრომლობის პლატფორმების ჩამოყალიბება (Living Lab მეთოდოლოგიის გამოყენებით)
- კულტურული შუამავალი ორგანიზაციების მხარდაჭერა
- კულტურული გავლენის შეფასება
- ინტერნაციონალიზაცია
- შესაძლებლობების განვითარება (Capacity-Building)
EU4Culture II-ის მოსალოდნელი შედეგები:
ONLINE KICK OFF - პროგრამის ოფიციალური გახსნა
გახსნითი ღონისძიების მონაწილეებს პროგრამის ხედვის, მიზნებისა და ძირითადი მიმართულებების გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ. პროგრამის გუნდმა წარადგინა EU4Culture II-ის ზოგადი ჩარჩო და განმარტა, თუ როგორ შეუწყობს ინიციატივა ხელს მდგრადი შემოქმედებითი ეკოსისტემების განვითარებასა და კულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
ღონისძიებაზე მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კულტურული თანამშრომლობისა და „ევროპის გუნდის“ (Team Europe) მიდგომის მნიშვნელობაზე. მონაწილეებმა ასევე განიხილეს პროგრამის ფარგლებში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა 2025-დან 2029 წლამდე გაგრძელდება. წინა პროექტის (EU4CULTURE 2021-2025) მიღწევებზე დაყრდნობით, EU4CULTURE II მხარს დაუჭერს კულტურისა და შემოქმედებით სექტორებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოება). მიზნობრივი მხარდაჭერით, შესაძლებლობების განვითარებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივებით, EU4CULTURE II გააძლიერებს შემოქმედებით ეკოსისტემებს.
ოფიციალური გახსნის შემდეგ, EU4Culture II იწყებს ახალ ეტაპს, რათა მხარი დაუჭიროს რეგიონის კულტურული და შემოქმედებითი სექტორების გაძლიერებას, დაკავშირებასა და მედეგობას.