EU4Dialogue - განაცხადების მიღება: ფემინისტური ფილმის ფესტივალების რეგიონთაშორისი შეხვედრა

AUSSCHREIBUNG Foto: Goethe-Institut

EU4Dialogue პროექტის ფარგლებში გოეთე-ინსტიტუტი საქართველოში იწვევს მცირე ფესტივალების ორგანიზატორებს, ფილმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს და ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტებს, რომლებსაც აინტერესებთ ფილმის სფერო და ქალთა უფლებების დაცვისა და LGBTQ+ საკითხები. მონაწილე ქვეყნები: მოლდავეთი (დნესტრისპირეთის ჩათვლით), სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.

შეკრების ფოკუსია ფემინისტური ფილმის ფესტივალების პლატფორმად გამოყენების მნიშვნელობის გაზრდა ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე დისკუსიისთვის, სხვადასხვა გაერთიანების შექმნის წასახალისებლად, რაც ხელს შეუწყობს ლოკალური ფილმის წარმოებას, ასევე ახალი სტრატეგიების შემუშავებას და რეგიონთა შორის თანამშრომლობას.

განთავსების, მგზავრობის და კვების ხარჯს უზრუნველყოფს პროექტი EU4Dialogue.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ  ბიოგრაფიის და სამოტივაციო წერილის გაგზავნა შემდეგ მისამართზე: philomena.grassl@goethe.de

დედლაინი: 31 მარტი, 2022 წელი!
ძირითადი სამუშაო ენა - ინგლისური, ასევე მიიღება აპლიკაციები რუსულ ენაზე.