კულტურის და განათლების პროექტები აზერბაიჯანში
16 წელზე მეტია, რაც გოეთეს ინსტიტუტი ხელს უწყობს კულტურათაშორის ურთიერთობებსა და გერმანულის ენის სწავლებას აზერბაიჯანში. ენის სწავლების ცენტრთან და გერმანულ სამკითხველო დარბაზთან მჭიდრო თანამშრომლობითა და გერმანულ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, გოეთეს ინსტიტუტი მხარს უჭერს კულტურის ასოციაცია „კაპელჰაუსსა" და გოეთეს ცენტრს ბაქოში.
1990 წლიდან ის მხარს უჭერს გერმანულ-აზერბაიჯანულ კულტურის ასოციაციას „კაპელჰაუსი“ (მსოფლიო კულტურული საზოგადოების კავშირის ფარგლებში). 2017 წელს დაარსდა გოეთეს ცენტრი, რომელიც გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის კულტურათაშორისი თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.