შემოქმედებითი კომპასი საქართველო ფესტივალი
ფესტივალის შესახებ
„შემოქმედებითი კომპასი საქართველო ფესტივალი“ არის რეგიონული კულტურული, შემოქმედებითი და სათემო ჩართულობის ფესტივალების სერია, რომელიც 2026-2027 წლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: ფოთში, ზუგდიდში, გორში, კასპში, ახალციხეში, ქობულეთსა და ქუთაისში გაიმართება.
ფესტივალი წარმოადგენს თანამშრომლობის, კულტურული გაცვლისა და რეგიონებში არსებული შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენის მნიშვნელოვან პლატფორმას და რეგიონში მომუშავე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, ფართო აუდიტორიას გააცნონ საკუთარი შემოქმედებითი საქმიანობა, განივითარონ სამეწარმეო უნარები და დაამყარონ ახალი პროფესიული კავშირები. ამასთანავე, ფესტივალი ხელს უწყობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე ევროპელ პარტნიორებთან მდგრადი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
ღონისძიებების სერია აერთიანებს ადგილობრივ თემს, ხელოვანებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს, მეწარმეებსა და შემოქმედებითი პროფესიონალებს მრავალფეროვანი საჯარო კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების გარშემო.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიებები: ცოცხალი შესრულებები, გამოფენები, შემოქმედებითი ვორქშოპები, დისკუსიები, ადგილობრივი სამეწარმეო ბაზრობები და სათემო ჩართულობაზე ორიენტირებული ღონისძიებები.
„შემოქმედებითი კომპასი საქარტელო ფესტივალი“ ხორციელდება დანიის კულტურის ინსტიტუტის მიერ, „შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ ფარგლებში.
"ციალი" ფესტივალი 2026 ფოთში
2026 წლის 24-26 ივლისს, პირველი ფესტივალი ფოთში გაიმართა. „ციალის“ ფესტივალმა სამეგრელოს რეგიონში გააერთიანა ხელოვანები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საქართველოს შემოქმედებითი სექტორის სხვადახვა სფეროს პროფესიონალები.
ფესტივალის პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა ღონისძიებებს: ვორქშოპებს, გამოფენებს, მასტერკლასებს, პერფორმანსებსა და თანამშრომლობით კულტურულ ინიციატივებს. ფესტივალმა გააჩინა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, შემოქმედებითი გამოხატვისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები.
„ციალი“ ფესტივალს მასპინძლობდა ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაცია „ლიმენა“, რომელიც ფოთში მოქმედი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია.