ევროპის დღე 2025
2026 წლის ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
2026 წლის ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
9 მაისს, თბილისში, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის საქმიანობას, მოესმინათ გერმანული ენისა და განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ექსპერტების გამოსვლებს, მონაწილეობა მიეღოთ ინტერაქტიურ ქვიზებსა და კომიქსის შექმნის ვორქშოპში.
ფატი რამიშვილი - ევროპის დღე 2026 | თბილისი | © საბა შენგელია | საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
“მრავალენოვნება ადამიანს უფრო ღიას, ემპათიურსა და შემეცნებითი თვალსაზრისით მოქნილს ხდის.”
ფატი რამიშვილი
კომიქსების ვორქშოპს უძღვებოდნენ ხელოვანები გორიდან,
რომლებიც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ ევროკავშირის პროექტებთან თანამშრომლობენ.
21 ივნისს, ბათუმში, ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კრეატიულ აქტივობებში როგორიცაა გემების მოდელირება და მუსიკალური ვორკშოპი, რაც ცალსახად წარმოაჩენს „შემოქმედებითი კომპასის“ პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი ინიციატივების ინოვაციურ მიდგომებს.
ევროპის დღის ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოადგენდა კულტურის სექტორს, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუცია. მრავალი წელია ინსტიტუტი აქტიურად უწყობს ხელს ქართული და ევროპული კულტურების დაახლოებას, რაც მის საქმიანობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კულტურული დიალოგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში.
2025 წლის ევროპის დღის ღონისძიებებმა დიდი რაოდენობით დამსწრე მოიზიდა — თბილისში 18,000, ბათუმში 7,000 და ქუთაისში 5,000-ზე მეტი ვიზიტორი.