2024 წლის აგვისტო-დეკემბერი პერიოდში, პროექტის მონაწილე ხუთ ქვეყანაში გაიმართა EU4Culture ფესტივალი, რომელიც პროექტის ერთგვარ კულმინაციას წარმოადგენდა. რეგიონულმა ქალაქებმა მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში უმასპინძლეს EU4Culture ფესტივალს- City Stories, Diverse Voices, ხოლო აზერბაიჯანში EU4Culture ფესტივალი Human Stories, Diverse Voices, ჩატარდა ქალაქ ბაქოში.