დამატებითი ინფორმაცია

მოდულები სათითაოდ

Goethe-Zertifikat C1 შედგება შემდეგი მოდულებისაგან: კითხვა, მოსმენა, წერა და ლაპარაკი (ზეპირი გამოცდა წყვილებში).

შერჩეულ საგამოცდო ცენტრებში გამოცდა ციფრულსა და ბეჭდურ ფორმატში ტარდება. მთელ მსოფლიოში გამოცდა ტარდება და ფასდება ერთიანი სტანდარტების მიხედვით.
 

კითხვა

თქვენ კითხულობთ სხვადასხვა ტექსტებს, როგორიცაა (ონლაინ) პუბლიკაციები და სტატიები გაზეთებიდან და ჟურნალებიდან. შეგიძლიათ გაიგოთ ძირითადი გამონათქვამები, ცალკეული ინფორმაცია და თვალსაზრისები.

ხანგრძლივობა: 65 წუთი

წერა

თქვენ წერილობითი ფორმით გამოხატავთ და ასაბუთებთ თქვენს აზრს აქტუალური სოციალური საკითხის შესახებ ფორუმის პოსტში და ფორმალურ შეტყობინებას წერთ. თქვენ ცვლით ტონს, სტილსა და ლექსიკურ საშუალებებს ისე, რომ ისინი კონკრეტულ შემთხვევასა და ადრესატს შეესაბამებოდეს.

ხანგრძლივობა: 75 წუთი

მოსმენა

თქვენ ისმენთ პოდკასტს, ინტერვიუს, დისკუსიას და მოხსენებას. შეგიძლიათ გაიგოთ გამონათქვამები, ცალკეული ინფორმაცია და მოსაზრებები სხვადასხვა თემაზე.

ხანგრძლივობა: დაახლოებით 40 წუთი

საუბარი

თქვენ აკეთებთ მოკლე მოხსენებას კომპლექსურ თემაზე და ესაუბრებით მის შესახებ თქვენს თანამოსაუბრეს. გარდა ამისა, წყვილში განიხილავთ საკამათო თემას.

ხანგრძლივობა: 20 წუთი

წინაპირობები

Goethe-Zertifikat C1 არის გერმანული ენის გამოცდა ზრდასრულებისათვის.

გოეთეს ინსტიტუტის გამოცდები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და მათი ჩაბარება შესაძლებელია მინიმალური ასაკის მიღწევისა და გერმანიის მოქალაქეობის ფლობისგან დამოუკიდებლად.
  • Goethe-Zertifikat C1-თვის რეკომენდირებულია ასაკი 16 წელზე ზევით.
  • Goethe-Zertifikats C1-ის ჩაბარება ითვალისწინებს ენების საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) კომპეტენციების სკალის C1 დონეს.
  • გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ დონის მისაღწევად  - არსებული ცოდნისა და სწავლის წინაპირობების მიხედვით - 800-დან 1000-მდე 45 წუთიანი გაკვეთილი დაგჭირდებათ.