დამატებითი ინფორმაცია
სწორი დასაწყისი: გამოცდის ნაწილები
Goethe-Zertifikat A2: Fit in Deutsch შემდეგი საგამოცდო ნაწილებისგან შედგება: კითხვა, მოსმენა, წერა და საუბარი. ეს გამოცდა მსოფლიოს მასშტაბით ერთნაირად ტარდება და სწორდება.კითხვა
შენ კითხულობ მოკლე საგაზეთო სტატიებს, ელექრონულ წერილებს, განცხადებებსა და საჯარო ადგილებში განთავსებულ საინფორმაციო დაფებს და ასრულებ მოცემულ დავალებებს.
ხანგრძლივობა: 30 წუთი
წერა
შენ წერ წერილებს, რომლებიც შენს უახლოეს გარე-სამყაროსთან უშუალო კავშირშია.
ხანგრძლივობა: 30 წუთი
მოსმენა
შენ ისმენ ყოველდღიურ საუბრებს, რადიოგანცხადებებსა და ინტერვიუებს, ავტომოპასუხეს, აეროპორტებსა და სადგურებში გამოცხადებულ ინფორმაციას და ასრულებ მოცემულ დავალებებს.
ხანგრძლივობა: 30 წუთი
საუბარი
შენ სვამ კითხვებს და პასუხობ საკუთარი პიროვნების გარშემო დასმულ კითხვებს, ყვები შენი ცხოვრების შესახებ და შენს თანამოსაუბრეს რაიმეს თაობაზე უთანხმდები ან რაღაცას გეგმავ.
ხანგრძლივობა: 15 წუთი
წინაპირობები
Goethe-Zertifikat A2: Fit in Deutsch არის 12-16 წლის ასაკის მოზარდებისათვის განკუთვნილი გერმანული ენის გამოცდა.გოეთეს ინსტიტუტის გამოცდები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის და მათი ჩაბარება არაა დამოკიდებული არც რაიმე მინიმალური ასაკის მიღწევაზე და არც გერმანიის მოქალაქეობის ფლობაზე.
- Goethe-Zertifikat A2: Fit in Deutsch გამოცდისათვის რეკომენდირებული მინიმალური ასაკი 12 წელია.
- Goethe-Zertifikat A2: Fit in Deutsch გამოცდა ითვალისწინებს გერმანული ენის ცოდნას, რომელიც საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის მეორე (A2) საფეხურს შეესაბამება.
- ამ საფეხურის მისაღწევად - წინასწარი ცოდნისა და სასწავლო შესაძლებლობების მიხედვით - საჭიროა 200-დან 350-მდე 45-წუთიანი აკადემიური საათის გავლა.