დამატებითი ინფორმაცია
არც ისეთი რთულია: გამოცდის ნაწილები
Goethe-Zertifikat A2 შემდეგი საგამოცდო ნაწილებისგან შედგება: კითხვა, მოსმენა, წერა და საუბარი.ეს გამოცდა მსოფლიოს მასშტაბით ერთნაირად ტარდება და სწორდება.
კითხვა
თქვენ კითხულობთ მოკლე საგაზეთო სტატიებს, ელექრონულ წერილებს, განცხადებებსა და საჯარო ადგილებში განთავსებულ საინფორმაციო დაფებს და ასრულებთ მოცემულ დავალებებს.
ხანგრძლივობა: 30 წუთი
წერა
თქვენ წერთ წერილებს, რომლებიც თქვენს უახლოეს გარე-სამყაროსთან
ხანგრძლივობა: 30 წუთი
მოსმენა
თქვენ ისმენთ ყოველდღიურ საუბრებს, რადიოგანცხადებებსა და ინტერვიუებს, ავტომოპასუხეს, აეროპორტებსა და სადგურებში გამოცხადებულ ინფორმაციას და ასრულებთ მოცემულ დავალებებს.
ხანგრძლივობა: 30 წუთი
საუბარი
თქვენ სვამთ კითხვებს და პასუხობთ საკუთარი პიროვნების გარშემო დასმულ კითხვებს, ყვებით თქვენი ცხოვრების შესახებ და თქვენს თანამოსაუბრეს რაიმეს თაობაზე უთანხმდებით ან რაღაცას გეგმავთ.
ხანგრძლივობა: 15 წუთი
წინაპირობები
Goethe-Zertifikat A2 ა არის გერმანული ენის გამოცდა მოზრდილთათვის.გოეთეს ინსტიტუტის გამოცდები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის და მათი ჩაბარება არაა დამოკიდებული არც რაიმე მინიმალური ასაკის მიღწევაზე და არც გერმანიის მოქალაქეობის ფლობაზე.
- Goethe-Zertifikat A2 გამოცდისათვის რეკომენდირებული ასაკი 16 წლიდან იწყება.
- Goethe-Zertifikat A2 გამოცდა ითვალისწინებს გერმანული ენის ცოდნას, რომელიც საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის მეორე (A2) საფეხურს შეესაბამება.
- ამ საფეხურის მისაღწევად - წინასწარი ცოდნისა და სასწავლო შესაძლებლობების მიხედვით - საჭიროა 200-დან 350-მდე 45-წუთიანი აკადემიური საათის გავლა.