ხარისხის სტანდარტი

ხარისხის სტანდარტი Foto: Goethe-Institut/ Sonja Tobias

ხარისხი - სიტყვაა, რომელთანაც სერიოზული მიდგომა გვაქვს

უცხო ენის გამოცდის მიმართ არსებული მოთხოვნები მაღალია. გოეთეს ინსტიტუტი თავისი სახელით, ხარისხის მენეჯმენტითა და მრავალწლიანი გამოცდილებით მათ შესრულებას უზრუნველყოფს.

ტესტების დავალებების შემუშავება საგამოცდო და პედაგოგიური გამოცდილების მქონე ექსპერტების მიერ ხდება. საბოლოო რედაქტირებას გოეთეს ინსტიტუტის მიუნხენის ცენტრალური ოფისი ახდენს. ამოქმედებამდე გამოცდის მასალები საგამოცდო პირობებში მოწმდება და შედეგების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასება ხდება. გამომცდელები მომზადებას გადიან ცენტრალურსა და დეცენტრალიზებულ სემინარებზე.

როგორ შეიცნოთ მაღალი ხარისხი:

სამართლიანობა

გამოცდები ყველასთვის მაქსიმალურად სამართლიანი უნდა იყოს – მიუხედავად სქესისა, ეთნიკური წარმომავლობისა და შესაძლო შეზღუდვებისა.

ქმედითობა

ენის გამოცდაზე განმსაზღვრელი უნდა იყოს მხოლოდ ენობრივი უნარები და არა კონცენტრაციის უნარი, საზრიანობა ან ზოგადი განათლება.

სანდოობა

ორი გამომცდელის მიერ გამოცდის შეფასება სანდოობის მაღალი ხარისხის გარანტიაა.

პრაქტიკულობა

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ გამოცდების ოპტიმიზაციისთვის. ეს ეხება: ტესტის ხანგრძლივობას, თანამედროვე ტექნიკის გამოყენებასა და ზოგად პირობებს.

ხარისხის საერთო კრიტერიუმები:

ჩვენ ვართ ALTE–ს ( Association of Language Testers in Europe) თანადამფუძნებლები ხარისხის სტანდარტების შემუშავებისა და ამოქმედების დარგში.
 
ALTE–ს მიზნებია:
  • ენის დონეების უნიფიცირება ევროპაში ენის სერტიფიკატების საერთაშორისო აღიარების ხელშესაწყობად.
  • ხარისხის კრიტერიუმების უნიფიცირება გამოცდის შემუშავებისა და მიმდინარეობის ყველა ფაზაზე, კერძოდ იგულისხმება ტესტის აგებულება, გამოცდის ჩატარების პროცესი, შეფასება, სერტიფიცირება, დამუშავება და მონაცემების შენახვა.
  • თანამშრომლობა ერთობლივ პროექტებში, ასევე გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება.
2003 წ. ALTE არასამთავრობო ორგანიზაციის (NGO) სტატუსში ევროსაბჭოში გაწევრიანდა და რეგულარულ კონსულტაციებს უწევს მას შედეგების გაზომვისა და სერტიფიცირების სფეროში. 2006 წ. ALTE–ს დამატებით გაეროს კონსულტანტი დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.