ფოტოკონკურსი "თაობიდან თაობამდე"

ფოტოკონკურსი
„თაობიდან თაობამდე“
თომას მანის 150 წლის იუბილეს აღსანიშნავად
„[…] ჩვენ თავისუფალი, დამოუკიდებელი და მხოლოდ საკუთარი თავისთვის გაჩენილი ერთეულები არა ვართ. ჩვენ ერთი ჯაჭვის რგოლები ვართ. […].“
– ბუდენბრუკები, თომას მანი (დალი ფანჯიკიძის თარგმანი)
რა გვაკავშირებს ერთმანეთთან დროის, სახელებისა და ცხოვრებისეული გზების მიღმა?
რა რჩება მაშინ - მზერის, ჟესტების, საქმის, რუტინისა თუ საგნების სახით - როდესაც ადამიანები მიდიან?
რომანით "ბუდენბროკები" თომას მანი გვაჩვენებს, თუ როგორ იცვლებიან ოჯახები დროთა განმავლობაში. ნელა, თითქმის შეუმჩნევლად, ზოგჯერ კი – მოულოდნელად, სიახლესა და ტრადიციას, სიახლოვესა და გაუცხოებას შორის.
მიიღე საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ფოტოკონკურსში მონაწილეობა და გადმოეცი ერთი ფოტოთი (ან ფოტოთა სერიით), თუ რას ნიშნავს შენთვის თაობათშორისი კავშირი.

მთავარია შენი ხედვა!

• განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24.08.2025
• ფოტოები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: programm-tbilisi@goethe.de
 

გამოგვყევით