EU4Culture II: კონკურსი ინტერნაციონალიზაციის კომპონენტზე
ინფორმაცია კონკურსის შესახებ
გოეთეს ინსტიტუტი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „EU4Culture II “-ის ფარგლებში, იწვევს შესაბამის კრიტერიუმებთან თავსებად EUNIC-ის წევრ ორგანიზაციებსა ან/და კონსორციუმებს (EUNIC-ის წევრ ორგანიზაციებისა და შემოქმედებითი ევროპის ქსელების მონაწილეობით) დახურულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი მიზნად ისახავს „EU4Culture II – მდგრადი შემოქმედებითი ეკოსისტემები“-ს საერთაშორისო ინტეგრაციის (ინტერნაციონალიზაცია) კომპონენტის მხარდაჭერას.
კონკურსის ფარგლებში ხელმისაწვდომი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 500,000 ევროს. შერჩეულ აპლიკანტს გადაეცემა გრანტი იმ აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად, რომლებიც მხარს დაუჭერენ კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის (CCS) წარმომადგენლებს საერთაშორისო ინტეგრაციის კონტექსტში. კონკრეტულად საუბარია მათზე, ვინც მონაწილეობს პროგრამის „EU4Culture II“ ძირითად აქტივობებში — შემოქმედებითი პლატფორმები (Living Labs) და შუამავალ ორგანიზაციები (Intermediary Organisations) აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში: სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვის რესპუბლიკაში, უკრაინასა და ემიგრაციაში მყოფ ბელარუსულ კულტურისა და შემოქმედებით სექტორში.
წარდგენილი პროექტები უნდა აჩვენებდეს მკაფიო და პირდაპირ კავშირს „შემოქმედებითი ეკოსისტემის განვითარების სამოქმედო გზამკვლევთან“, რომლებსაც შერჩეული შემოქმედებითი პლატფორმები შეიმუშავებენ, და „ღირებულებით შეთავაზებებთან“(value propositions), რომლებსაც „EU4Culture II“-ის ფარგლებში შერჩეული შუამავალი ორგანიზაციები შექმნიან.
განაცხადები წარდგენილი უნდა იქნას გოეთეს სააპლიკაციო პორტალის (GAP) მეშვეობით ინგლისურ ენაზე, არაუგვიანეს 2026 წლის 18 სექტემბრისა, ცენტრალური ევროპის დროით (CEST) 18:00 საათამდე. დეტალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების, განაცხადის წარდგენის პროცედურებისა და გრანტის პირობების გასაცნობად, გთხოვთ, იხილოთ კონკურსის სახელმძღვანელო (Application Guidelines).
ღია კონკურსთან დაკავშირებული კითხვების გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით მისამართზე: eu4culture@goethe.de, 2026 წლის 31 ივლისის, 23:59 საათამდე (CEST).
დაინტერესებული აპლიკანტებისთვის გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა განაცხადების მომზადების შესახებ 2026 წლის 29 ივლისს. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით.