საფეხბურთო ტურნირი
საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატში – მასპინძელი ქვეყანა გერმანიაა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტმა და საზღვარგარეთის სკოლების ცენტრალურმა სააგენტომ (ZfA) გერმანიის საელჩოსთან ერთად თბილისში გამართეს ფეხბურთის ტურნირი PASCH სკოლებისთვის. ორი მატჩის განმავლობაში თბილისისა და კახეთიდან სხვადასხვა სკოლების რვა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. პირველი ადგილი 195-ე საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი კი - 83-ე საჯარო სკოლამ.