გაცემის პირობები - Goethe-Institut საქართველო

Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)

გაცემის პირობები

Bildausschnitt: beleuchteter, festlicher, vertäfelter Filmvorführraum

გაცემის წესები და პირობები

ფილმების გაცემა განკუთვნილია მხოლოდ არაკომერციული ჩვენებებისათვის. ფილმების გადაწერა ვიდეოკასეტებზე ან რაიმე სხვა სახის საინფორმაციო მატარებლებზე სასტიკად აკრძალულია. ფილმების არაკანონიერი კინოჩვენებები სისხლის სამართლებრივად დასჯადი შეიძლება იყოს. საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, ფილმები ნაჩვენები უნდა იყოს მთლიანობაში და მათი ფორმატის შეცვლა დაუშვებელია. ჩვენების უფლებების მესამე პირზე გადაცემა არ შეიძლება.

ფილმების გაგზავნა

ფილმების გაგზავნა ხდება კურიერის (DHL) საშუალებით. გაგზავნის ორივე გზის ღირებულებას იხდის მომხმარებელი.
ფილმები დაბრუნებულ უნდა იქნას ამ მისამართზე:

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
კინოარქივი
ზანდუკელის ქ. 16
0108 თბილისი / საქართველო
ტელ.: + 995 32 / 93 89 45 
www.goethe.de/tbilissi

ვადები

გთხოვთ, ფილმები შეძლებისდაგვარად ადრე შეუკვეთოთ. ფილმების დასაბრუნებელი წინასწარ შეთანხმებული ვადები უპირობოდ უნდა იყოს დაცული.

ანგარიში კინოჩვენების შესახებ

მომხმარებელი ფილმთან ერთად მიიღებს კითხვარს. იგი ვალდებულია ღონისძიების დამთავრების შემდეგ შევსებული კითხვარი გაუგზავნოს გოეთეს ინსტიტუტს და მასში მიუთითოს კინოჩვენებებისა და მაყურებელთა რაოდენობა. ფილმების მიღებისას მათი დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, ვთხოვთ მომხმარებელს დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის კინოარქივს ამის შესახებ.

ზოგადი ინფორმაცია

გოეთეს ინსტიტუტი იტოვებს უფლებას, გაცემის პირობების უგულებელყოფის შემთხვევაში, უარი უთხრას მომხმარებელს შემდგომი ფილმების გატანაში. საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი არ არის პასუხისმგებელი, თუ არ შესრულედება მითითებული ვადები ან დაჯავშნები, გამოწვეული მესამე პირის ბრალეულობით. 
ჩვენ ვთხოვთ ორგანიზატორს, რომ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის კინოარქივი მითითებულ იქნას, როგორც ფილმების მიმწოდებელი ინსტანცია, მისი ფილმებით განხორციელებული კინოპროგრამების ყველა სახის სარეკლამო საშუალებებში. (გოეთეს ინსტიტუტის ლოგო შეიძლება მიეწოდოს მომხმარებელს.)

ერთ ჯერზე 2 ფილმზე ან ერთ კინოციკლზე მეტი არ გაიცემა. 

ფილმების გაცემის პირობები შეიძლება შეიცვალოს. აქტუალურად ითვლება ის პირობები, რომლებიც განთავსებულია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ვებ-გვერდზე.