თანაშექმნის ოთხი ამბავი "შემოქმედებითი კავშირები" 2024

შემოქმედებითმა კომპასმა დააფინანსა 24 მობილობის პროექტი „შემოქმედებითი კავშირების" ფარგლებში, ხოლო ამ გვერდზე, წარმოგიდგენთ 4 განხორციელებული საგრანტო პროექტის შესახებ ინფორმაციას.
ამ ინიციატივებმა გაამრავალფეროვნეს რეგიონებში კულტურული ცხოვრება და ახალი იდეების ინსპირაციაც შეძლეს. შეგიძლიათ გაეცნოთ 24 შემოქმედებითი კავშირის შესახებ ინფორმაციას ქვემოთ მოცემულ პუბლიკაციაში. 
 

4 თანაშექმნის ამბავი

კულტურის მხარდაჭერა რეგიონებში

„ორნამენტების ფერად აღმართზე"

პროექტმა "ორნამენტების ფერად აღმართზე" ორი ახალგაზრდა კულტურის მოღვაწე, ანი მელიქიძე და ნათია ქარხილაური თუშ ხელოსნებთან დააკავშირა . ადგილობრივი ხელოსნები და მკერავები გაეცნენ მობილური ფოტოგრაფიის რჩევებს, განათების ტექნიკას და კომპოზიციას სხვადასხვა სოფლებში ცოდნის დინამიური გაცვლისა და მასტერკლასების საშუალებით. ამ შეხედულებებმა მათ საშუალება მისცა გადაეღოთ მათი უნიკალური პროდუქტების ფოტოები, როგორიცაა ტრადიციული თუშური ხალიჩები, თექა და კერამიკა. სემინარების დროს მიღებული გამოხმაურების საფუძველზე, ანიმ და ნათიამ გაუზიარეს მონაწილეებს სოციალური მედიისა და მარკეტინგის წინადადებები, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით მიიღეს. შედეგად, ინსტაგრამის ორი გვერდი შეიქმნა ადგილობრივი მცირე ბიზნესის მფლობელების მიერ.
გარდა ამისა, პროექტმა გაზარდა თუშური კულტურის შესახებ ცნობადობა დოკუმენტური ციფრული ფოტო წიგნის „გზა ღრუბლებისკენ - ფოტო ამბავი თუშეთის შესახებ“ შექმნით . ეს მოიცავდა ყოველდღიური ცხოვრების მომხიბვლელ ფოტოისტორიებს და ადგილობრივებთან ინტერვიუს, მათ შორის ეთნოგრაფ ნუგზარს იდოიძემ , რომელმაც გააცნო თუშური ტრადიციები და ორნამენტები. პროექტის ფარგლებში შექმნილი ფოტომასალა წარმოადგენს ღირებულ რესურსს რეგიონის შესახებ ცნობადობის პოპულარიზაციისა და ამაღლებისთვის.

სინერგია პროექტებს შორის

„ულევი ფესტი“ და „ულევი კერამიკა“

„ულევი ფესტი“ & „ულევი კერამიკა“

„ულევი ფესტის“ მუსიკალურ ღონისძიებათა სერია გაიმართა ნიკა გოგიაშვილის, მარიტა გოგიჩაიშვილისა და იო ლორიაშვილის გუნდის ორგანიზებით. პროექტმა ჩამოაყალიბა ინკლუზიური კულტურული პლატფორმა მარტყოფში მაცხოვრებლებისა და სტუმრების შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის, რომელმაც, მუსიკალური და სახელოვნებო აქტივობებით თემში მჭიდრო კავშირები წარმოქმნა. ფესტივალმა მუსიკალური პერფორმანსების, სახელოვნებო ვორქშოფებითა და ინტერაქციული აქტივობებით ადგილობრივები მარტყოფიდან დააკავშირა მიმდებარე დასახლებების მაცხოვრებლებთან და თბილისიდან ჩამოსულ მონაწილეებთან.
მარტყოფში გამართულ მასშტაბურ ფესტივალს 400-450 მონაწილე დაესწრო, პროექტის გუნდის წევრების კარდაკარ სიარულისა და ადგილობრივებთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად. ფესტივალმა დამსწრეებს, განურჩევლად ასაკისა, ცოცხალი მუსიკა, ჯემ-სესიები და კერამიკის, ილუსტრაციისა და თეატრის ვორქშოფები შესთავაზა. ვორქშოფებზე მონაწილეები უშუალოდ ჩაერთნენ პრაქტიკულ შემოქმედებით პროცესებში, ცოცხალი პერფომანსები მათ თვითამოხატვის საშუალებას აძლევდა, ხოლო დეკორაციული ინსტალაციები და კვების ჯიხურები საერთო სივრცეს კიდევ უფრო მეტად ინკლუზიურს ხდიდა.  ფესტივალის გარდა, ულევის სტუდიაში გაიმართა შეხვედრები მხატვრებთან ლექსო რატიანთან, მიშოსთან პროექტიდან „მიშვარდი“ და ნიკო გორგოშაძესთან. მასშტაბური ფესტივალის წარმატებამ შემდგომში დამატებითი მცირე ღონისძიებების ჩატარებაც განაპირობა, რამაც, საბოლოო ჯამში კიდევ უფრო გააძლიერა პროექტის ადგილობრივი ჩართულობის ასპექტი და თანამშრომლობითი კავშირები. ფესტივალმა შექმნა ძლიერი კულტურული გამოცდილება, რომელმაც რეზონანსი გამოიწვია როგორც სოფლის მაცხოვრებლებში, ასევე სტუმრებში.

პროექტმა „ულევი კერამიკა" მხატვრული გამოხატულებისა და საზოგადოების ჩართულობის ახალი ტალღა წარმოქმნა სოფელ მარტყოფში, ექვსი კერამიკული სახელოსნოსა და ილუსტრაციის ვორქშოფის ორგანიზებით. ადგილობრივ მოსახლეობას - ბავშვებს, მოზარდებსა და მოხუცებს, მიეცათ შესაძლებლობა შეეცნოთ შემოქმედებითი დარგები, შეიძინონ ახალი უნარები, განიცადონ შემოქმედების სიხარული და ისწავლონ ახალი ტექნიკა, როგორიცაა კერამიკა და ბეჭდვა.
პროექტმა მონაწილეებს გააცნო სახელოვნებო პრაქტიკები, წაახალისა მათი თვითგამოხატვა და ურთიერთგაზიარებული შემოქმედებითი გამოცდილებით ერთიანობის განცდა გააჩინა. ადგილობრივი მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ორი კერამიკული და ერთი ილუსტრაციის ვორქშოფი. ღონისძიების ცოცხალმა და ხალისიანმა ატმოსფერომ დამატებით მიიზიდა ახალგაზრდები ვორქშოფებში მონაწილეობისთვის. ფესტივალის გარდა, ცალკეული ვორქშოფები ჩატარდა სტუდიაში, რომელმაც უფრო მყუდრო და ფოკუსირებული სასწავლო გარემო შესთავაზა მონაწილეებს.
პრაქტიკული ხელსაქმითა და მასალების ხელმისაწვდომობით პროექტის ფარგლებში შეიქმნა სივრცე, რომელშიც მონაწილეებს თავისუფლად შეეძლოთ სიახლეების ძიება და საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენა. ბევრისთვის ეს იყო მათი პირველი შეხება კერამიკასა და ბეჭდვის ტექნიკასთან, რითიც ეს გამოცდილება კიდევ უფრო მძაფრი და შთამაგონებელი გახდა. დადებითი უკუკავშირი და გაკვეთილების გაგრძელების სურვილი მონაწილეების მხრიდან,  მეტყველებს პროექტის წარმატებაზე შემოქმედებითობის ძიების წახალისებისა და საზოგადოებრივი კავშირების შექმნაში.
 

ხელოვანთა შორის თანამშრომლობა

„შემოქმედების ცენტრში“

“IN THE CENTER OF CREATIVITY“ Hands for peace Hands for peace

პროექტის „შემოქმედების ცენტრში“ ფარგლებში ხელოვანების გაერთიანებების შექმნის შესაძლებლობა და თანაშექმნის ძლიერი კომპონენტი, განსაკუთრებულად ნაყოფიერი აღმოჩნდა მონაწილეებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთიდან და აფხაზეთიდან. 
თავდაპირველად, კონკურსის გზით კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის თორმეტი აქტიური მეწარმე შეირჩა, რომლებმაც შემდგომ ხუთი გაერთიანება შექმნეს. გაერთიანებებში სხვადასხვა შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალთა უნარები დაკავშირდა, რაც ერთობლივი წარმოებისა და საქმიანობის არეალის გამრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია. შეიქმნა ისეთი ურთიერთშემავსებელი გაერთიანებები, როგორიცაა ხის სათამაშოების წარმოებისთვის შეკერილი აქსესუარების დამატება, ინტერიერისა და ყვავილების დიზაინის შერწყმა, ტანსაცმლისა და აქსესუარების მოდელირება, ტყავის წარმოება და მოხატვა, ეპოქსიდის წარმოება ჰერბარიუმთან ერთად.
გაერთიანებებმა ითანამშრომლეს და ერთობლივად შექმნეს ნამუშევრები, რომლებიც გამოიფინა სამდღიან ფესტივალზე. ფესტივალმა მიიპყრო 200 ზრდასრულისა და 50 არასრულწლოვანის ყურადღება, უშუალო კომუნიკაციასა და ნამუშევრების დათვალიერებას, ახალი კერძო შეკვეთები და მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა მოჰყვა. შედეგად, ამ გაერთიანებებმა უფრო ძლიერ და მდგრად თანამშრომლობას დაუდეს სათავე, რაც გამოიხატება პროექტის შემდგომაც სხვა გამოფენებში მონაწილეობასა თუ ახალ ინდივიდუალურ შეკვეთებზე ერთობლივად მუშაობაში. ფესტივალმა გააძლიერა ადგილობრივი მოხალისეობის კულტურაც, 15 მოხალისე ჩართული იყო პროექტის განხორციელებისა და ღონისძიების ორგანიზების ყველა ფაზაში.
ამ აქტივობებით, პროექტმა გააძლიერა ცნობიერება და კავშირები ორგანიზაციისთვის „ხელები მშვიდობისთვის“, ხელი შეუწყო საერთაშორისო თანამშრომლობას, გუნდმა მიიღო მოწვევა გერმანიაში საერთაშორისო სემინარებზე დასასწრებად და ამით გაზარდა ორგანიზაციის ხილვადობა და კავშირები. მონაწილეთა გამოხმაურების საფუძველზე, „ხელები მშვიდობისთვის“ გეგმავს ფესტივალი ყოველწლიურ ღონისძიებად აქციოს და მხატვრებისთვის საზოგადოებრივი ცენტრები გახსნას.
თვალსაჩინოა, პროექტის რეალური გავლენა ძლიერი სათემო კავშირების დამყარებასა და ახალი შემოქმედებითი პროცესების წამოწყებაში, რაც უზრუნველყოფს მუდმივ თანამშრომლობასა და ხილვადობის ზრდას.

გამოგვყევით