EU4Culture 2025-2029
მდგრადი შემოქმედებითი ეკოსისტემები
EU4Culture II აძლიერებს კულტურის როლს როგორც ეკონომიკური და სოციალური განვითარების მამოძრავებელ ძალას აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რეგიონში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა და ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოება).
EU4Culture II კულტურას წარმოაჩენს, როგორც ეკონომიკური ზრდის, ინოვაციებისა და გრძელვადიანი მდგრადობის სტრატეგიულ მამოძრავებელ ძალას აღმოსავლეთ პარტნიორობის მთელ რეგიონში.
პროგრამა ხელს უწყობს სტაბილური კულტურული ეკოსისტემების შექმნას, აძლიერებს კულტურულ და შემოქმედებით სექტორებს (CCS) და ამყარებს თანამშრომლობას ევროპულ ქსელებთან მიზნობრივი მხარდაჭერის, პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამების მეშვეობით.
EU4Culture II აღიარებულია როგორც წამყვანი ინიციატივა ევროპის კულტურის კომპასის ფარგლებში, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის სტრატეგიულ მიმართულებებს საერთაშორისო კულტურული ურთიერთობებისთვის.
პროგრამა ხორციელდება "ევროპის გუნდის" (Team Europe) მიდგომით და მასში ჩართულნი არიან რეგიონში მოქმედი ევროპის ეროვნული კულტურის ინსტიტუტების ქსელის (EUNIC) წევრები.
ძირითადი აქტივობები:
- შემოქმედებითი თანამშრომლობის პლატფორმების ჩამოყალიბება (Living Lab მეთოდოლოგიის გამოყენებით)
- კულტურული შუამავალი ორგანიზაციების მხარდაჭერა
- კულტურული გავლენის შეფასება
- ინტერნაციონალიზაცია
- შესაძლებლობების განვითარება (Capacity-Building)
EU4Culture II-ის მოსალოდნელი შედეგები:
ONLINE KICK OFF - პროგრამის ოფიციალური გახსნა
ღონისძიებამ პროგრამის ფორმალური დაწყება აღნიშნა და მონაწილეებს მისი ხედვის, მიზნებისა და ძირითადი მიმართულებების გაცნობის შესაძლებლობა მისცა. სესიის განმავლობაშ, პროგრამის გუნდმა წარადგინა EU4Culture II-ის ზოგადი ჩარჩო და განმარტა, თუ როგორ შეუწყობს ინიციატივა ხელს მდგრადი შემოქმედებითი ეკოსისტემების განვითარებასა და რეგიონის კულტურის სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობას ევროპულ ქსელებთან.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა 2025-დან 2029 წლამდე გაგრძელდება და მხარს დაუჭერს კულტურისა და შემოქმედებით სექტორებს სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინაში, ასევე ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებას.
წინა პროგრამის (EU4Culture 2021-2025) მიღწევებზე დაყრდნობით EU4CULTURE-ის მიზანია კულტურის, როგორც ეკონომიკური ზრდის, სოციალური განვითარებისა და მედეგობის მამოძრავებელი ძალის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. მიზნობრივი მხარდაჭერით, შესაძლებლობების განვითარებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივებით, EU4Culture II მიზნად ისახავს რეგიონის კულტურის პროფესიონალებისა და ორგანიზაციების გაძლიერებას.
გახსნის ღონისძიებაზე მონაწილეებმა ასევე მიმოიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობა „ევროპის გუნდის“ (Team Europe) მიდგომით და პროგრამის ფარგლებში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს.
ოფიციალური გახსნის კვალდაკვალ EU4Culture II იწყებს ახალ ეტაპს რეგიონში უფრო ძლიერი, გაერთიანებული და მედეგი კულტურული და შემოქმედებითი სექტორების მხარდასაჭერად.