ჩვენი სასწავლო კონცეფცია -

მიზანზე გათვლილი, მკვეთრად სტრუქტურირებული, მრავალფეროვანი

გოეთეს ინსტიტუტში სწავლა არა მხოლოდ გერმანული ენის შესწავლას, არამედ კულტურის გაცნობასაც გულისხმობს. ტესტური შემოწმებისა და გასაუბრების შედეგად თქვენი ცოდნის დონის მიხედვით ერთობლივად შევარჩევთ შესაფერის კურსს. შეიტყვეთ უფრო მეტი გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის შესწავლის შესახებ.

ჩვენთან სწავლა

  • ითვალისწინებს სწავლისა და სწავლების სფეროში მიმდინარე  კვლევების უახლეს შედეგებს.
  • მრავალფეროვანი და კომუნიკაციურია. საუბარი, მოსმენა, წერა და კითხვა მიმდინარეობს რეალურთან მიახლობეულ  სიტუაციებში და ავთენტიკური ტექსტების გამოყენებით.
  • აქტუალურია და მრავალ სხვადასხვა კულტურაზეა გათვლილი. მხარეთმცოდნეობის თემები, (ინტერნეტ)პროექტები და საკვლევი დავალებები გერმანულ კულტურასთან ურთიერთმიმართების მრავალმხრივ შესაძლებლობას იძლევა.
  • გერმანულ ენაზეა.
  • გოეთეს ინსტიტუტის სასწავლო ბაზა  გთავაზობთ ინოვაციურ და მოქნილ სასწავლო მეთოდებს.

ჩვენი კურსების სისტემა

  • საერთო ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოს  (GER) 6 დონეს ეყრდნობა. ამგვარად, ჩვენს კურსებზე მიღებული ცოდნის ობიექტურად შეფასება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შედარებაც შესაძლებელია.
  • მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთიანი და გამჭვირვალეა. ერთი კურსის დასრულების შემდეგ  სწავლის გაგრძელება სურვილისამებრ მოქნილად შეგიძლიათ - ადგილზე, გერმანიაში ან ონლაინ.

ჩვენი მასწავლებლები

  • საგანგებოდ მომზადებულები არიან გერმანულის, როგორც უცხო ენის პედაგოგებად. მომზადებისა და კვალიფიკაციის საგანგებო პროგრამით DLL – გერმანულის შესწავლა და სწავლება. ეს პროგრამა გოეთეს ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ მეცნიერებთან ერთად შემუშავდა.
  • ფლობენ გერმანულ ენას მშობლიური ენის დონეზე ან გერმანული ენის ცოდნის ძალიან მაღალი დონე აქვთ.
  • გამოცდილები არიან სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში.
  • რეგულარულად მონაწილეობენ საკვალიფიკაციო პროგრამებში და,  შესაბამისად, ენის სწავლების სიახლეებს ეცნობიან.
  • რეგულარულად მოგაწვდიან ინფორმაციას თქვენი სწავლის შედეგების შესახებ და გაგიწევენ კონსულტაციას სწავლის გაგრძელების თაობაზე.

ჩვენი გერმანული ენის გამოცდები

  • ჩვენი გამოცდები საერთაშორისოდ აღიარებულია და მრავალი დამქირავებლისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კვალიფიკაციის დამადასტურებელ საბუთად მიიჩნევა.
  • გოეთეს ინსტიტუტის ყველა გამოცდა მოზრდილთათვის შემოწმებულია ALTE-ს Association of Language Testers in Europe–ის მიერ და მინიჭებული აქვს ხარისხის ნიშანი  Q-Mark.

ჩვენი უპირატესობები

  • შეიგრძენით გერმანიის მრავალფეროვნება. გოეთეს ინსტიტუტის გერმანული ენის კურსი საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ ჩვენი ბიბლიოთეკებით, მედიათეკებით და, ასევე, ჩვენს ღონისძიებებში მიიღოთ მონაწილეობა.
  • ისარგებლეთ ჩვენი უფასო შემოთავაზებით Deutsch für dich (გერმანული შენთვის), რომელიც სავარჯიშოებსა და საკომუნიკაციო უნარებზეა გათვლილი. გერმანული ენის შემსწავლელ ჯგუფში თქვენ წვდომა გექნებათ ყოვლისმომცველ ინტერაქტიულ სასწავლო და სავარჯიშო მასალებზე და ჯგუფის სხვა წევრებთან ინფორმაციის გაცვლის საშუალებაც გექნებათ.
ჩვენი მოსწავლეთა კმაყოფილება ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამიტომაც შემოვიღეთ მსოფლიოს მასშტაბით მენეჯმენტის ხარისხის განმსაზღვრელი მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს ენის კურსებისა და გამოცდების ერთიან სტანდარტს გოეთეს ყველა ინსტიტუტში.

სასწავლო პლატფორმა

Foto: Goethe-Institut
​​​​​​​

გსურთ გერმანული ენას ისწავლოთ?

გამოგვყევით