A1
ნაცნობი, ყოველდღიურად ხმარებადი გამონათქვამებისა და უმარტივესი წინადადებების გაგებისა და გამოყენების უნარი, რომელთა მიზანსაც კონკრეტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეადგენს. სხვებისათვის საკუთარი თავის წარდგენისა და სხვების წარდგენის, ასევე ადამიანებისათვის მათ შესახებ კითხვების დასმის უნარი - მაგ.: სად ცხოვრობენ ისინი, რა ადამიანებს იცნობენ ან რა ნივთებს ფლობენ - და ასევე მათზე პასუხების გაცემის შესაძლებლობა. მარტივ დონეზე კონტაქტის დამყარების უნარი, როდესაც პარტნიორი მოსაუბრე ნელა და გარკვევით ლაპარაკობს და მზადაა დახმარებისათვის.
A2
წინადადებებისა და ხშირად ხმარებადი გამონათქვამების გაგების უნარი, რომლებიც გარკვეული სფეროების უშუალო მნიშვნელობებთანაა დაკავშირებული (მაგ.: ინფორმაცია პიროვნებისა და ოჯახის, საყიდლების, სამუშაოს, უშუალო გარემოცვის შესახებ). მარტივ, ყოველდღიურ სიტუაციებში კონტაქტის დამყარების უნარი, სადაც ინფორმაციის მარტივ და უშუალო გაცვლაზე და ნაცნობ, ჩვეულ საგნებზეა საუბარი. მარტივი გამონათქვამებით საკუთარი წარმოშობისა და განათლების, უშუალო გარემოცვისა და უშუალო მოთხოვნილებებთან დაკავშირებულ საგნების აღწერის უნარი.