ინფორმაცია განაცხადის შესახებ
ხიდი განათლებისკენ
პროგრამის ღირებულება და გადახდის პირობები
პროგრამის ღირებულება შეადგენს 2000 ლარს.
გადახდა ხორციელდება ორ ნაწილად:
პირველი შენატანი 1000 ლარის ოდენობით - პროგრამის დაწყების წინ
მეორე შენატანი 1000 ლარის ოდენობით - პროგრამის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ
პროგრამის აღწერა
- პროგრამა ხიდი განათლებისკენ მოიცავს შემდეგ მოდულებს:
- ინტერკულტურული ტრენინგი "Fit für das Studium in Deutschland": ოთხი კვირა (24 აკადემიური საათი)
- საგნობრივი მოდული: ოთხი კვირა (40 აკადემიური საათი)
- TestDaF- გამოცდის მოსამზადებელი კურსი: ოთხი კვირა (20 აკადემიური საათი). კურსში ინტეგრირებულია სამი ვირტუალური შეხვედრა
- TestAS - გამოცდის ფორმატ-ტრენინგი: ორი კვირა (12 აკადემიური საათი)
პროგრამის ღირებულებაში შედის
- მოსწავლეების შერჩევა, გოეთეს ინსტიტუტის მიერ მათთვის კონსულტაციების გაწევა, უნივერსიტეტების საინფორმაციო ღონისძიებები (დასწრებულ ან ონლაინ ფორმატში), სერტიფიკატები
- მოდულები ინტერკულტურული ტრენინგი "Fit für das Studium in Deutschland", სპეცკურსი ტერმინოლოგიაში (ონლაინ), TestDaF-ის გამოცდის მოსამზადებელი კურსი (ონლაინ), TestAS-ის გამოცდის ფორმატ-ტრენინგი (ონლაინ)
პროგრამის ღირებულებაში არ შედის
- TestDaF და TestAS გამოცდების საფასური
ვადები
განაცხადის წარდგენის ვადები: 01.09.2025 – 30.09.2025
ზეპირი გასაუბრება: 01.10.2025 – 10.10.2025
საბოლოო შედეგების შეტყობინება: 2025 წლის 13 ოქტომბრამდე
პროგრამის ხანგრძლივობა: 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის აპრილის ბოლომდე
განაცხადი
საჭირო საბუთები
- გოეთეს ინსტიტუტის B2 სერტიფიკატი
- მე-11 კლასის ნიშნების ჩამონათვალი
- ავტობიოგრაფია ფოტოთი
- სამოტივაციო წერილი
- სასკოლო ოლიმპიადებში, კონკურსებში, რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი მოწმობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში, მე-9 კლასიდან ზემოთ)
- სოციალური აქტივობის (მოხალისეობრივი საქმიანობა) დამადასტურებელი მოწმობა ან ცნობა
- მშობლის ან მეურვის წერილობითი თანხმობა