Connect-Reconnect

ConnectReconnect Goethe-Institut Georgien

გამოფენა „Connect–Reconnect“ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის ხმის კვლევებისა და აუდიოხელოვნების სამაგისტრო პროგრამასთან თანამშრომლობით ინიცირებული პროექტის დასკვნით ეტაპს წარმოადგენს.

20.03,-22.03.2026 (17:00-22:00) , საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი.

გამოფენა აუდიოხელოვნებაში, პერფორმანსსა და დროზე დაფუძნებულ მედიაში მომუშავე 13 ხელოვანს აერთიანებს. საბოლოო ნამუშევრები, რომელთა უმეტესობაც თბილისსა და ბერლინს შორის დამყარებული, ამ დისტანციური თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა, ამჟამად გოეთეს ინსტიტუტის შენობაშია წარმოდგენილი.
2025 წლის ოქტომბერში გამართული სახელოვნებო რეზიდენციის ფარგლებში მონაწილეებმა ერთი კვირა გაატარეს თბილისში, ქუთაისსა და წყალტუბოში. სწორედ ეს საზიარო გამოცდილება იქცა კოლექტიურ საყრდენად, რომელიც თან გასდევს შექმნილ პერფორმანსებსა და ხმოვან ინსტალაციებს. ხმასა და მოსმენის პრაქტიკებზე განსაკუთრებულ აქცენტთან ერთად, რეზიდენციის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები, ვიდეოპროექციის, სკულპტურული და ტექსტური ელემენტების მეშვეობით ეხმიანება და იკვლევს იმ ურთიერთგადამკვეთ საკითხებს რომელთა მნიშვნელობაც ჯერ არ გამქრალა.  

მეხსიერებაზე, დანაკარგზე, შენარჩუნებაზე, ხრწნასა და განახლებაზე რეფლექსიით ნამუშევართა უმეტესობა იკვლევს  წყლის, მცენარეთა სამყაროს, შენობებისა და ქუჩების ,,უნარს”, შემოინახონ კულტურის ისტორია და პირადი გამოცდილებები. ისინი გამოხატავენ საერთო ცნობისმოყვარეობას იმის შესახებ, თუ როგორ ხდება კონკრეტული ხმისა და ემოციის მომწყვდევა წამიერად ან ათწლეულების განმავლობაში. სწორედ აქ ჩნდება ირიბი (იმპლიციტური) აღტაცება იმით, რაც კვლავ შეიძლება გაისმას დადუმებულ  საგნებსა და ადგილებში, ან მათი გაცოცხლების, გააქტიურების შედეგად.

ხმისა და სიჩუმის შესახებ აღნიშნული პერსპექტივა თავს იჩენს როგორც საჯარო, ისე სხეულებრივი ლიმინალური სივრცეების კვლევისასაც. გარდა ამისა, მეტყველება, ტექსტი, სიზმრები და ფანტაზია გამოკვლეულია იმ როლების ჭრილში, რომლებიც მათ სხვადასხვა კულტურისმიერ სივრცეში, შესაძლო და შეუძლებელ ურთიერთობებში, ძალაუფლებრივ დინამიკებში, ჰარმონიულ თუ მორღვეულ კონტექსტებში გააჩნიათ. ყველა ეს თემა ბუნებრივ, შექმნილ და ვირტუალურ გარემოსთან მიმართებით განიხილება – განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ხდება გრძნობების მეშვეობით მათი გაშუალება და ინტერნალიზება.

 

ნამუშევრების შესახებ

გაიგეთ მეტი გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შესახებ:

მონაწილე ხელოვანები

გამოგვყევით