პროექტის აღწერა

შემოქმედებითი კომპასი საქართველო საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი

შემოქმედებითი კომპასი საქართველო (CCG) აფართოებს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების (CCI) შესაძლებლობებს საქართველოს რეგიონებში (თბილისის ფარგლებს გარეთ) ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გასაუმჯობესებლად. 
პროექტი სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს  მრავალფეროვან შესაძლებლობებს, მათ შორის  ფინანსურ მხარდაჭერას, შემოქმედებითი რესურსების წარმოჩენასა და გაძლიერებას, შემოქმედებითი სივრცეების განვითარებას, ქსელების შექმნასა და ცოდნის გაზიარებას.

რას წარმოადგენს შემოქმედებითი კომპასი საქართველო?

„შემოქმედებითი კომპასი“ აძლიერებს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას საქართველოს რეგიონებში (თბილისს გარეთ), ხელს უწყობს ცოცხალი და მდგრადი კულტურული გარემოს ჩამოყალიბებას და მხარს უჭერს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. პროექტის მიზანია შემოქმედებითი თემების გაძლიერება, მათი ხილვადობის ზრდა და ადგილობრივ კონტექსტში მათი როლისა და გავლენის განმტკიცება.

მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მრავალფეროვანი ფორმატის მეშვეობით, „შემოქმედებითი კომპასი“ შემოქმედ ადამიანებს ეხმარება საკუთარი უნიკალური რესურსების აღმოჩენასა და ეფექტურ გამოყენებაში — როგორიცაა კულტურული და ინდუსტრიული სივრცეები, ადგილობრივი შემოქმედებითი ბიზნესი და ადამიანური პოტენციალი.

პროექტი ხელს უწყობს პროფესიული კავშირების გაფართოებასა და სწავლების ახალი შესაძლებლობების შექმნას, ზრდის მობილობას და ავითარებს მნიშვნელოვან პროფესიულ უნარებს. შედეგად, „შემოქმედებითი კომპასი“ აერთიანებს შემოქმედებით სფეროში მოქმედ პირებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდას და უზრუნველყოფს მათ აქტიურ ჩართულობას რეგიონების კულტურულ და სოციალურ განვითარებაში.
 

პირველი ფაზა: შეფასება და იდენტიფიცირება

პირველ ფაზაზე შემოქმედებითი კომპასის გუნდმა გააცნო ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეებს პროექტის მიზნების შესახებ და ასევე საფუძველი ჩაუყარა მომავალ საქმიანობას.  
 

მეორე ფაზა

მეორე ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადგილობრივი პლატფორმების შემდგომ შექმნას მათი გეგმების რეალიზების ხელშეწყობის, პოტენციალის ზრდის შესაძლებლობების შექმნის და კონტაქტების დამყარების, აგრეთვე შემოქმედებითი საწარმოების სასტარტო დაფინანსების გზით.
 

მესამე ფაზა

მესამე ფაზა ეძღვნება დაგროვილი გამოცდილების შეჯამებას და სხვადასხვა მხარდაჭერილი ინიციატივის მდგრადობის უზრუნველყოფას. 

დეტალური ინფორმაცია

  

    

გამოგვყევით