გერმანიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა პორტალი

Alumniportal Deutschland ფოტო: Alumniportal Deutschland ათიათასობით ადამიანი მთელი მსოფლიოდან სწავლობს, მუშაობს და კვლევით მოღვაწეობას ეწევა გერმანიაში ან გერმანულ დაწესებულებებში უცხოეთში. ისინი ან განათლებას იღებენ, ან კვალიფიკაციას იმაღლებენ, ან ენის კურსს გადიან. გერმანიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა ინტერნეტ-პლატფორმის - „გერმანიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა პორტალის“ საშუალებით თქვენ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ერთმანეთთან და გერმანიასთან კონტაქტში დარჩენას შეძლებთ.

2008 წ. სექტემბრიდან „გერმანიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა პორტალი“ ონლაინ არსებობს. ეს ინტერნეტ პორტალი საკომუნიკაციო და საკონტაქტო პლატფორმას წარმოადგენს, რომელზეც გერმანიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა მსოფლიო მასშტაბის ქსელი იქმნება. ის პროფესიულ და პირად სფეროში გერმანულ ინტერესებთან მჭიდრო კავშირშია. პორტალის „გულს“ ონლაინ ჯგუფი წარმოადგენს, სადაც კურსდამთავრებულები ერთმანეთთან კონტაქტებს ამყარებენ, რომელთაც შემდგომ განამტკიცებენ და ავითარებენ, ჯგუფებში, ფორუმებსა და ბლოგებში ერთმანეთს აზრებს უზიარებენ და ვებინარებში იღებენ მონაწილეობას. ჟურნალი გთავაზობთ საინტერესო სტატიებს, ვაკანსიებს, რჩევებსა და ინფორმაციებს გერმანული ენის, ღონისძიებებისა და კურსდამთავრებულთა სიახლეების გარშემო.

„გერმანიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა პორტალი“ ღიაა ყველა დონორი ორგანიზაციების სტიპენდიანტებისათვის - და ასევე მათთვის, ვინც განათლება გერმანიაში ან უცხოეთში გერმანულ დაწესებულებაში საკუთარი ხარჯებით მიიღო. ამგვარად, ინტერნეტში პირველად შეიქმნა მსოფლიო მასშტაბის ფორუმი გერმანიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთათვის. დარეგისტრირდით „გერმანიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა პორტალზე“, შექმენით საკუთარი პროფილი, დარჩით გერმანიასთან კავშირში და გააფართოეთ თქვენი მსოფლიო მასშტაბის ქსელი!

„გერმანიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა პორტალი“ უფასო შემოთავაზებაა, რომელსაც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური სამინისტრო აფინანსებს, ხოლო მხარდაჭერას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ოთხი გერმანული ორგანიზაციისგან იღებს.