Goethe-Zertifikat C1
- გოეთეს ინსტიტუტში დაიშვებიან მხოლოდ ის გამოცდის მონაწილეები, რომლებიც დაბარებული არიან გამოცდაზე.
- გამოცდის მონაწილეებს, რომელთაც 37° ცელსიუსი ან მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ არ დაიშვებიან გამოცდაზე.
- გამოცდის მონაწილეებს, რომელთაც 37° ცელსიუსი ან მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ არ დაიშვებიან გამოცდაზე.
Goethe-Zertifikat C1 არის გერმანული ენის გამოცდა მოზრდილთათვის. ის ადასტურებს გერმანული ენის ღრმა ცოდნას და საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის მეხუთე (C1) საფეხურს შეესაბამება.
ამ გამოცდის ჩაბარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ...
- რთული, ვრცელი ტექსტების ფართო სპექტრის გაგებისა და იმპლიციტური მნიშვნელობის წვდომის უნარი შეგწევთ.
- სპონტანურად და თავისუფლად გამოხატავთ აზრებს, ისე რომ არ არსებობს სიტყვების ძებნის ხშირი და აშკარად თვალში საცემი საჭიროება.
- შეგიძლიათ ენის ეფექტურად და მოქნილად გამოყენება საზოგადოებრივ და პროფესიულ ცხოვრებაში, ან სწავლის პროცესში.
- კომპლექსურ საკითხებთან დაკავშირებით ნათლად, სტრუქტურირებულად და დეტალურად აზრის გამოთქმის უნარი გაგაჩნიათ.
You have disabled JavaScript in your browser settings. Please enable JavaScript to see the courses again.![]() |
*) მოცემული შეღავათიანი ფასი ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ესწრებოდით გოეთეს ინსტიტუტის კურსს ბოლო ექვსი თვის მანძილზე. ექვს თვეში იგულისხმება პერიოდი ენის კურსის დასრულებასა და გამოცდის თარიღს შორის. ამ შემთხვევაში გამოცდის საფასურის გადახდის დროს ავტომატურად იცვლება ფასი. თუ ეს ასე არ მოხდა, გთხოვთ მიმართოთ თქვენი ენის კურსების ბიუროს.