ჩვენი აქტუალური კურსების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ აქ:
ჩვენი კურსები
თუ გსურთ პერსონალური კონსულტაციის მიღება თქვენზე მორგებული კურსის სწორად შესარჩევად, მოგვწერეთ ელექტრონული წერილი
. ჩვენ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებით და შეგითანხმებთ Zoom-ში პერსონალური კონსულტაციის დროს. ჩვენი პედაგოგები გაგაცნობენ ჩვენს აქტუალურს კურსებს და დაგეხმარებიან თქვენზე მაქსიმალურად მორგებული კურსის შერჩევაში.
კონსულტაცია
თუ გერმანული ენის შესწავლას ახლა იწყებთ და არ გჭირდებათ ცოდნის დონის დადგენა, გადადით ამ ბმულზე
და პირდაპირ A1.1 - კურსზე დარეგისტრირდით
.
ტესტირება
თუ გერმანულ ენას საბაზისო დონეზე ფლობთ, შეგიძლიათ დისტანციურად გაიაროთ ენობრივი დონის დასადგენი ტესტირება. წერითი ტესტის შემდეგ მიიღებთ 24 საათის განმავლობაში წერილს თქვენს მიერ მითითებულ მეილზე დეტალური ინფორმაციით, თუ რომელ დღესა და საათზე გექნებათ ზეპირი გასაუბრება პედაგოგთან ონლაინ. გასაუბრების შემდეგ შედგება ასევე კონსულტაცია პედაგოგთან. აღნიშნული პროცესი შესაძლებლობას გაძლევთ სწორად შეარჩიოთ კურსის საფეხური და ფორმატი.
ტესტირება ტარდება მხოლოდ მოზარდებისა და ზრდასრულებისათვის დისტანციურად და უფასოა.
ბავშვების შემთხვევაში ტარდება მხოლოდ გასაუბრება პედაგოგთან. ამისათვის მოგვწერეთ წერილი.
როგორ შემიძლია გავიარო ტესტირება?
ტესტზე მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ დროის იმ მონაკვეთში, როცა თქვენ გეცლებათ. საყურადღებოა, რომ ტესტის შეწყვეტა და გაგრძელება არ არის შესაძლებელი, თუ დაიწყებთ ბოლომდე უნდა დაასრულოთ. ამისათვის დაგეგმეთ ერთი საათი. ტესტის დასრულების შემდეგ მიიღებთ წერილობით მოწვევას ზეპირ გასაუბრებასა და კურსის შესახებ ინდივიდუალურ კონსულტაციაზე.
შეფასდება ტესტები და ზეპირ გასაუბრებაზე მოწვევას მიიღებენ ის მონაწილეები, რომლებიც ტესტირებას მხოლოდ რეგისტრაციისა და ტესტირებისათვის მოცემულ ვადებში შეასრულებენ.
აქ შეგიძლიათ გადახვიდეთ ტესტირებაზე:
ენის დონის განმსაზღვრელი ტესტის დაჯავშნა