onSET

onSET-ით გერმანულის შემსწავლელ ყველა პიროვნებას შეუძლია საკუთარი ცოდნის დონის შემოწმება - სწრაფად, მარტივად და ზუსტად:

  • ტესტი onSET მონაწილეების რეგისტრაციით დაწყებული, ტესტის ჩატარებითა და შედეგების გაგებით დამთავრებული მთლიანად ინტერნეტ-დაცულია.
  • მონაწილეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა შესაძლებელი ტესტირების ლიცენზირებულ ცენტრებში (მოკლედTAS).
  • ყოველი TAS მთელი წლის განმავლობაში ინდივიდუალურად ადგენს გამოცდების ვადებს.
  • მონაწილემ უნდა აირჩიოს TAS-ის უახლოესი ოფისი და ის თარიღი, რომელიც მას ყველაზე მეტად აწყობს (დაწვრილებითი ინფორმაცია მენიუში სათაურით „მონაწილეობის მიღება“).
  • ყველა სატესტო დავალება საგულდაგულოდაა შემოწმებული. ტესტის მიმდინარეობა მთლიანადაა სტანდარტიზირებული.
  • ტესტის შედეგი უშუალოდ ტესტის დასრულების შემდეგაა ხელმისაწვდომი. onSET-ის შედეგი ფასდება  A2-დან C1-მდე საფეხურებზე საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით.
  • onSET-ის მიხედვით საფეხურის მინიჭება გეხმარებათ ენის შესაბამისი დონის კურსის ამორჩევაში, ასევე, TestDaF-თვის მომზადებაში.
ამ ეტაპზე OnSET-ტესტირება არ ტარდება.
მსურველები, რომლებიც DAAD-ს სტიპენდიისათვის განაცხადს ამზადებენ, ტესტისათვის (გერმანულად/ინგლისურად) შეუძლიათ მიმართონ DAAD-ს საინფორმაციო ცენტს.