ცეკვა სკოლაში
სწავლა მოძრაობით

LOGO Tanz in der Schule Goethe-Institut

„ცეკვა სკოლაში“ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის პროექტია,  რომლის მიზანიც  სასწავლო გარემოს ტრანსფორმაცია და ცეკვისა და მოძრაობის ენასთან დაკავშირებაა. 

ვიცეკვოთ გრამატიკა? მოვყვეთ ისტორიები ცეკვით? აღმოვაჩინოთ სხეულის ენით წინადადების სტრუქტურები და დროის ფორმები? ერთი შეხედვით აბსტრაქტული მნიშვნელობის შინაარსების გრძნობადი აღქმა და მათი გარდაქმნა მთელი სხეულით შეგრძნებისა და ათვისების განსაკუთრებულ შესაძლებლობას იძლევა და საექსპერიმენტო არეალის მთელ სივრცეს ხსნის. სწორედ ეს არის პროექტი „ცეკვა სკოლაში“.

  • Auf geht's Foto: Goethe-Institut/Beqa Javaqishvili
  • Beratung Foto: Goethe-Institut/Beqa Javaqishvili
  • Berlin Tanz Foto: Goethe-Institut/Beqa Javaqishvili
  • Berlin Tanz Foto: Goethe-Institut/Beqa Javaqishvili
  • Bodenhaftung Foto: Goethe-Institut/Beqa Javaqishvili
  • Eröffnung Foto: Goethe-Institut/Beqa Javaqishvili
  • Meine Bewegung Foto: Goethe-Institut/Beqa Javaqishvili
  • Rundflug Foto: Goethe-Institut/Beqa Javaqishvili
  • Sprünge Foto: Goethe-Institut/Beqa Javaqishvili
  • Team Foto: Goethe-Institut/Beqa Javaqishvili
  • Zusammenarbeit im Sprachunterricht Foto: Goethe-Institut/Beqa Javaqishvili
2017 წლის ზაფხულიდან მოყოლებული დაახლოებით 30 ქართველმა, სომეხმა, აზერბაიჯანელმა, რუსმა და გერმანელმა  მასწავლებელმა და 500 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა პროექტში, რომელიც სამ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე ჩატარდა ორკვირიანი საზაფხულო ბანაკი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რვა სკოლის მოსწავლეებისგან და მასწავლებლებისგან შემდგარმა ჯგუფებმა, რომლებიც გაეცნენ ცეკვისა და ენის დიდაქტიკის არსსა და მეთოდებს. მონაწილეებმა შეიმუშავეს ერთობლივი პროექტები და იდეები, რომელთა განხორციელებასაც საკუთარ სკოლებში შეძლებდნენ. ეს იყო პროექტის მეორე ეტაპი. სასწავლო წლის დასაწყისში 500-მდე მოსწავლემ განახორციელა ისეთი პროექტები, რომლებიც ცეკვისა და უცხოური ენის ურთიერთკავშირს წარმოაჩენდა. პროექტებს ყველამ სხვადასხვა სახე მისცა, იქნებოდა ეს ქორეოგრაფია, გაკვეთილის ფორმატი თუ საცეკვაო წარმოდგენა. მესამე ეტაპზე სამი სკოლის წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჯგუფებმა მონაწილეობა მიიღეს ზამთრის ბანაკში, სადაც მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შეიმუშავეს გერმანული ენის გაკვეთილისთვის რელევანტური მეთოდები და სამომავლო შეხვედრების ფორმატი. მეთოდების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე მეთოდების კრებულში.     
პროექით „ცეკვა სკოლაში“ საფუძველი ჩაეყარა მომავალი შეხვედრების ფორმატს,  რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ოთხ ქვეყანას შორის სამოქალაქო თანამშრომლობას კიდევ უფრო განავითარებს. მასწავლებლებისა და სხვადასხვა ასაკის სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე მოსწავლეების ქსელი მომავალში შეიმუშავებს ერთობლივ ონლაინ პროექტებს თემაზე „ცეკვა და უცხოური ენა“, რაც მათ თანამშრომლობას კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის.
განათლებისადმი ჰოლისტური მიდგომით მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, განავითარონ თავიანთი პროფესიული და პიროვნული შესაძლებლობები და გააღვიძონ  ცნობისმოყვარეობა საკუთარი სხეულისადმი, ცეკვისა და მოძრაობისადმი. პროექტი „ცეკვა სკოლაში“ იყო ე.წ. ექსპერიმენტი, რომლის განხორციელაბაც შესაძლებელი იყო როგორ ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად თანატოლებთან და მასწავლებლებთან ერთად და რომელმაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაევლოთ გერმანული ენისა და ცეკვის ხელოვნების კრეატიულ და საინტერესო გზაზე.  რაც მთავარია, უცხოური ენის სწავლების თანამედროვე დიდაქტიკაში მოიძებნა გერმანულის როგორც უცხოური ენის სწავლებისა და თანამედროვე ცეკვის სინთეზის გზა.

ცეკვა სკოლაში

პროექტი „ცეკვა სკოლაში“ ცეკვას, მოძრაობას და ენას აერთიანებს.