Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)

სპეციალური კურსები

  • სხვადასხვა თემატური ფოკუსი
  • ადგილმდებარეობისგან დამოუკიდებლად
  • სწავლა ჯგუფში

გსურთ გაიღრმავოთ გერმანული ენის ცოდნა? ჩვენს სპეციალურ კურსებზე თქვენ შეძლებთ თქვენი ინტერესების შესაბამის თემაზე გააკეთოთ ფოკუსირება. 

ჩვენი სპეციალური კურსები შედგება 50% დამოუკიდებელი  მეცადინეობისაგან სასწავლო პლატფორმაზე და 50% ონლაინ გაკვეთილებისგან. ჩვენი კურსების ფორმატი აერთიანებს ჯგუფური სწავლებისა და ინდივიდუალური მეცადინეობის ყველა დადებით მხარეს. ონლაინ გაკვეთილები ვირტუალურ საკლასო ოთახში პლატფორმა ზუმის დახმარებით ტარდება.

ჩვენს სპეციალურ კურსებზე დასასწრებად გერმანულ ენას B1 დონეზე უნდა ფლობდეთ.
 

  • ენის კურსები მედიკოსებისთვის

    მედიკოსების კურსზე თქვენ ტექნიკებს, როგორ წარმართოთ დიალოგი კლინიკაში და დაეფლებით შესაბამის ლექსიკას. კურსი მოიცავს ყველაზე ხშირი შინაგანი დაავადებებისა და კლინიკური უნარ-ჩვევების  თემატურ ერთეულებს. გარდა ამისა თქვენ ისწავლით ანამნეზის შეგროვებას , ექიმისა და პაციენტს შორის საუბრის წარმართვასა და ანგარიშის დაწერას გერმანულ ენაზე.
     

  • აპლიკაციის მომზადება

    ჩვენს სპეციალურ კურსზე თქვენ ისწავლით, როგორ მოამზადოთ სრულყოფილი და ორიგინალური აპლიკაციის განაცხადი. გარდა ამისა თქვენ დაეუფლებით წარმატებული გასაუბრებისათვის საჭირო ტექნიკებსა და სტრატეგიებს.
     

  • პროექტების მართვა

    ჩვენს სპეციალურ კურსზე „პროექტების მართვა“ გაეცნობით პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებს, გაანალიზებთ სხვადასხვა პროექტებს და გაეცნობით პროექტების პრეზენტაციისა და შედეგების ევალუაციის ტექნიკებს. კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ  მდგრადი მიზნების განსაზღვრასა და პროექტების დაგეგმვას.
     

კიდევ გაქვთ შეკითხვები? +995 32 2938945 ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას: deutschkurse-tbilissi@goethe.de
© Goethe-Institut Georgien
© Goethe-Institut Georgien