Goethe-Zertifikat A2: Fit in Deutsch

Goethe-Zertifikat A2: Fit in Deutsch 2 ფოტო: Getty Images/Comstock Images

შენ გსურს...

  • ჩააბარო 12-16 წლის ასაკის მოზარდებისათვის განკუთვნილი გერმანული
  • და მიიღო გერმანული ენის საწყისი დონის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი
  • A2-ის სასწავლო დონის წარმატებული დასრულების დამადასტურებელი საბუთის მიღება და ოფიციალური და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მოპოვება

 

  • გოეთეს ინსტიტუტის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ გამოცდის მონაწილეებს შეუძლიათ.
  • მონაწილეები, რომლებსაც სხეულის ტემპერატურა ექნებათ 37° ან მეტი, გამოცდაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
  • საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით გამოცდის დროს კონდიციონერი ჩართული არ იქნება.

 
აქტუალური ინფორმაცია: კორონა

Goethe-Zertifikat A2: Fit in Deutsch  არის 12-16 წლის ასაკის მოზარდებისათვის განკუთვნილი გერმანული ენის გამოცდა. ის ადასტურებს გერმანული ენის საწყისი დონის ცოდნას და საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის  მეორე (A2) საფეხურს შეესაბამება.

ამ გამოცდის ჩაბარებით შენ ადასტურებ, რომ შეგიძლია ...

  • ფრაზებისა და ხშირად გამოყენებადი გამონათქვამების გაგების უნარი შეგწევს;
  • უნდა შეგეძლოს კომუნიკაციის დამყარება იმ მარტივ, რუტინულ სიტუაციებში, სადაც ნაცნობი და ჩვეული საგნების შესახებ ხდება ინფორმაციის გაცვლა;
  • მარტივად უნდა შეგეძლოს შენი სამშობლოს, განათლების, უშუალო გარემოცვისა და მოთხოვნილებებთან დაკავშირებული საგნების აღწერა.     

You have disabled JavaScript in your browser settings. Please enable JavaScript to see the courses again.

*) მოცემული შეღავათიანი ფასი ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ესწრებოდით გოეთეს ინსტიტუტის კურსს ბოლო ექვსი თვის მანძილზე. ექვს თვეში იგულისხმება პერიოდი ენის კურსის დასრულებასა და გამოცდის თარიღს შორის. ამ შემთხვევაში გამოცდის საფასურის გადახდის დროს ავტომატურად იცვლება ფასი. თუ ეს ასე არ მოხდა, გთხოვთ მიმართოთ თქვენი ენის კურსების ბიუროს.

მომზადება

სავარჯიშო მასალა

აქ იპოვი გამოცდის ნიმუშებსა და სავარჯიშო მასალებს როგორც ინტერაქტიულ, ასევე ონლაინ-რეჟიმში.

დამატებითი ინფორმაცია

წინაპირობები, საგამოცდო მასალები და დამატებითი ინფრომაციები გამოცდისათვის Goethe-Zertifikat A2: Fit in Deutsch იხილე აქ: