გამოცდა: ტესტი უცხოელი სტუდენტებისათვის

TestAS არის უნარ-ჩვევების ცენტრალიზებული, სტანდარტიზებული გამოცდა. ის ამოწმებს კოგნიტურ შესაძლებლობებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში სწავლისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. TestAS იმ ახალგაზრდებისთვის არის შედგენილი, რომელთაც გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში სურთ განათლების მიღება.

Der TestAS შემუშავებულია შპს ITB Consulting-ის მიერ, ხოლო მისი მომწოდებელია აკადემიური უმაღლესი განათლებისთვის მომზადებისა და ტესტების შემუშავების საზოგადოება (Gesellschaft für Akademische Studienvorbereitung und Testentwicklung e. V.).

რა უპირატესობებს გვთავაზობს TestAS?

  • უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია იმ ახალგაზრდების შერჩევა, რომლებიც კონკრეტული სასწავლო კურსის გასავლელად აუცილებელ წინაპირობებს აკმაყოფილებენ.
  • მონაწილეები ეცნობიან მათ მიერ ამორჩეული სასწავლო მიმართულებისთვის ტიპიურ მოთხოვნებს.
  • ტესტის შედეგების მიხედვით სწავლის მსურველი ახალგაზრდები რეალისტურად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს გერმანულ უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო კურსის წარმატებით გასავლელად.
უმაღლესი სასწავლებლების ინტერნეტ-გვერდებიდან თქვენ შეიტყობთ, რომელი დაწესებულებები ითვალისწინებენ TestAS-ს უცხოელი სტუდენტების სასწავლო კურსზე დასაშვებად. გთხოვთ,  ინფორმაციები სასურველ სასწავლო კურსზე  დაშვების კონკრეტული პირობების შესახებ  მოიძიოთ სწორედ იქ ან საერთაშორისო ოფისებში.
 

გამოცდის ვადები

TestAS-ის გამოცდაზე რეგისტრაცია და გამოცდის საფასურის გადახდა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. გაეცანით ტესტასის ინსტიტუტის საიტზე გამოცდის დღეებსა და რეგისტრაციის ვადებს და დარეგისტრირდით ვებგვერდზე:
www.testas.de
გამოცდა, რომელზეც ონლაინ დარეგისტრირდით და საგამოცდო ცენტრად საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი აირჩიეთ, ჩატარდება გოეთეს ინსტიტუტში.
კონსულტაცია და ინფორმაცია