Goethe-Zertifikat B2

Goethe-Zertifikat B2 © Getty Images

თქვენ გსურთ...

  • გერმანიაში უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ან სამუშაოსთვის გერმანული ენის ღრმა ცოდნის
  • ვაკანსიაზე განაცხადის შეტანისას გერმანული ენის გაღრმავებული ცოდნის დამამტკიცებელი საბუთის წარდგენა
  • სამედიცინო სფეროში მუშაობისთვის მომზადება
  • B2-ის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება
  • ოფიციალური და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მოპოვება

 

  • გოეთეს ინსტიტუტის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ გამოცდის მონაწილეებს შეუძლიათ.
  • მონაწილეები, რომლებსაც სხეულის ტემპერატურა ექნებათ 37° ან მეტი, გამოცდაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
  • საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით გამოცდის დროს კონდიციონერი ჩართული არ იქნება.

 
აქტუალური ინფორმაცია: კორონა

Goethe-Zertifikat B2 გერმანული ენის გამოცდაა მოზარდთა და მოზრდილთათვის. ის ადასტურებს გერმანული ენის გაღრმავებულ ცოდნას და საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის მეოთხე (B 2) საფეხურს შეესაბამება.

ამ გამოცდის ჩაბარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ...

  • კონკრეტულ და აბსტრაქტულ თემებზე შექმნილი კომპლექსური ტექსტების მთავარი აზრის წვდომისა და საკუთარ პროფესიულ სფეროში საგნობრივი დისკუსიების გაგების უნარი შეგწევთ.
  • კონტაქტში სპონტანურად და თავისუფლად შედიხართ, ისე რომ გერმანულენოვან მოსაუბრესთან დიალოგი ორმხრივად დიდი ძალისხმევის გარეშე წარიმართება.
  • შეგიძლიათ თემების ფართო სპექტრის შესახებ გასაგებად და დეტალურად საუბარი, აქტუალურ საკითხზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა და სხვადასხვა შესაძლებლობების პრიორიტეტებისა და ნაკლოვანაბათა განმარტება.

You have disabled JavaScript in your browser settings. Please enable JavaScript to see the courses again.

*) მოცემული შეღავათიანი ფასი ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ესწრებოდით გოეთეს ინსტიტუტის კურსს ბოლო ექვსი თვის მანძილზე. ექვს თვეში იგულისხმება პერიოდი ენის კურსის დასრულებასა და გამოცდის თარიღს შორის. ამ შემთხვევაში გამოცდის საფასურის გადახდის დროს ავტომატურად იცვლება ფასი. თუ ეს ასე არ მოხდა, გთხოვთ მიმართოთ თქვენი ენის კურსების ბიუროს.

მომზადება

სავარჯიშო მასალები

აქ იპოვი გამოცდის ნიმუშებსა და სავარჯიშო მასალებს შეუზღუდავ წვდომაში როგორც ინტერაქტიულ, ასევე ონლაინ-რეჟიმში.

დამატებითი ინფორმაცია

Goethe- Zertifikat B2 გამოცდის წინაპირობები, შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ:

Goethe-Zertifikat B2 digital

2019 წლის დეკემბრიდან საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი პირველად გთავაზობთ ენის გამოცდას ციფრული ფორმატითაც.