Goethe-Zertifikat C2: GDS
- გამოცდის მონაწილეებს, რომელთაც 37° ცელსიუსი ან მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ არ დაიშვებიან გამოცდაზე.
Goethe-Zertifikat C2: Großes Deutsches Sprachdiplom (GDS) არის გერმანული ენის გამოცდა მოზრდილთათვის. ის ადასტურებს გერმანული ენის განსაკუთრებით ღრმა ცოდნას და საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის უმაღლეს (C2) საფეხურს შეესაბამება.
ამ გამოცდის ჩაბარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ...
- პრაქტიკულად ყოველივე მოსმენილისა და წაკითხულის მარტივად გაგების უნარი შეგწევთ.
- სხვადასხვა ზეპირსიტყვიერი და წერილობითი წყაროებიდან ინფორმაციის გაგება, საკუთარი აზრის დასაბუთება და ახსნა–განმარტების ჩამოყალიბება შეგიძლიათ
- აზრის სპონტანურად, გარკვევით, თავისუფლად, ზუსტად და მცირე ნიუანსობრივი განსხვავებებით გადმოცემის უნარი გაგაჩნიათ.
01.01.2012-თვის Goethe-Zertifikat C2 Großes Deutsches Sprachdiplom მანამდე არსებული სამი გამოცდა ჩაანაცვლა: Zentrale Oberstufenprüfung (ZOP), Kleines Deutsches Sprachdiplom (KDS) und Großes Deutsches Sprachdiplom (GDS).
You have disabled JavaScript in your browser settings. Please enable JavaScript to see the courses again.![]() |
*) მოცემული შეღავათიანი ფასი ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ესწრებოდით გოეთეს ინსტიტუტის კურსს ბოლო ექვსი თვის მანძილზე. ექვს თვეში იგულისხმება პერიოდი ენის კურსის დასრულებასა და გამოცდის თარიღს შორის. ამ შემთხვევაში გამოცდის საფასურის გადახდის დროს ავტომატურად იცვლება ფასი. თუ ეს ასე არ მოხდა, გთხოვთ მიმართოთ თქვენი ენის კურსების ბიუროს.