TestDaF

TestDaF Foto: Goethe-Institut/Sonja Tobias

თქვენ გსურთ ...

  • გერმანიაში სწავლა, კვლევა ან მუშაობა
  • გერმანიის ყველა უმაღლესი სასწავლებლის მიერ აღიარებული ენის გამოცდის ჩაბარება
  • კვლევითი ინსტიტუტებისა და დამქირავებლების დარწმუნება იმაში, რომ ენას კარგად ფლობთ.

TestDaF არის  ენის გაღრმავებული ცოდნის დამადასტურებელი გამოცდა. ის ექვსსაფეხურიანი საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) B2-სა და C1 საფეხურებს მოიცავს.
 
თუკი თქვენ TestDaF-ის გამოცდის ოთხივე ნაწილი TestDaF-ის მე-4 დონეზე ჩააბარეთ, მაშინ სერტიფიკატი გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში  თითქმის ყველა მიმართულებასა და ფაკულტეტზე სწავლის დასაწყებად აუცილებელ წარსადგენ საბუთად განიხილება. 

TestDaF ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშირისოდ აღიარებული სერტიფიკატია ასევე სამეცნიერო პროექტებისა და აკადემიური პროფესიებისთვის.
 
დარგობრივი ცოდნა არ არის სავალდებულო.

ტარდება მთელს მსოფლიოში

TestDaF-ის ჩაბარება ლიცენზირებულ ცენტრებშია შესაძლებელი. ამჟამად არსებობს დაახლოებით 450 სატესტო ცენტრი, რომელიც TestDaF-ის ჩაბარებას გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ მოიძიოთ სატესტო ცენტრები გერმანიასა და მთელს მშოფლიოში:

გამოცდის ვადები

TestDaF-ის გამოცდაზე რეგისტრაცია და გამოცდის საფასურის გადახდა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. გაეცანით ტესტდაფის ინსტიტუტის საიტზე გამოცდის დღეებსა და რეგისტრაციის ვადებს და დარეგისტრირდით ვებგვერდზე:
www.testdaf.de
გამოცდა, რომელზეც ონლაინ დარეგისტრირდით და საგამოცდო ცენტრად საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი აირჩიეთ, ჩატარდება გოეთეს ინსტიტუტში.

მომზადება

სავარჯიშო მასალები

აქ იპოვით სავარჯიშო მასალებსა და მითითებებს ლიტერატურის შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია

TestDaF გამოცდის წინაპირობები, შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: