რატომ ვისწავლოთ გერმანული?
10 მიზეზი გერმანული ენის შესასწავლად

გერმანული ენის ცოდნით თქვენ წინაშე შეუზღუდავი შესაძლებლობები იხსნება რა გეგმებიც არ უნდა გქოდეთ სამომავლოდ. გერმანული ენის შესწავლა ნიშნავს იმ უნარების განვითარებას, რითაც თქვენი პროფესიული და პირადი ცხოვრების ხარისხს გაიუმჯობესებთ.

  • <b>საქმიანი ცხოვრება:</b> თქვენს გერმანულენოვან საქმიან პარტნიორებთან გერმანულ ენაზე კომუნიკაცია უკეთეს ბიზნეს-ურთიერთობებს განაპირობებს, ამით კი ეფექტური კომუნიკაციის უკეთესი შანსები ჩნდება, რაც საბოლოოდ წარმატების საწინდარია. © colourbox.com
    საქმიანი ცხოვრება: თქვენს გერმანულენოვან საქმიან პარტნიორებთან გერმანულ ენაზე კომუნიკაცია უკეთეს ბიზნეს-ურთიერთობებს განაპირობებს, ამით კი ეფექტური კომუნიკაციის უკეთესი შანსები ჩნდება, რაც საბოლოოდ წარმატების საწინდარია.
  • <b>გლობალური კარიერა:</b> გერმანული ენის ცოდნით მუშაობის შანსებს იუმჯობესებთ გერმანულ ფირმებთან როგორც თქვენს სამშობლოში, ასევე სხვა ქვეყნებში. გერმანული ენის კარგი ცოდნა გლობალური ბიზნეს-კონტაქტების მქონე ნებისმიერი დამქირავებლისთვის პროდუქტიულ თანამშრომლად გაქცევთ. Foto: Getty Images/Adam Gault
    გლობალური კარიერა: გერმანული ენის ცოდნით მუშაობის შანსებს იუმჯობესებთ გერმანულ ფირმებთან როგორც თქვენს სამშობლოში, ასევე სხვა ქვეყნებში. გერმანული ენის კარგი ცოდნა გლობალური ბიზნეს-კონტაქტების მქონე ნებისმიერი დამქირავებლისთვის პროდუქტიულ თანამშრომლად გაქცევთ.
  • <b>ტურიზმი და სასტუმროს ბიზნესი:</b> ტურისტები გერმანულენოვანი ქვეყნებიდან ბევრს და შორს მოგზაურობენ. შვებულებაში ისინი მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე სხვა ქვეყნის ტურისტები. მათ სიამოვნებთ გერმანულენოვანი პერსონალისა და გერმანულენოვანი გიდების მომსახურება. © Fotolia / corbisrffancy
    ტურიზმი და სასტუმროს ბიზნესი: ტურისტები გერმანულენოვანი ქვეყნებიდან ბევრს და შორს მოგზაურობენ. შვებულებაში ისინი მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე სხვა ქვეყნის ტურისტები. მათ სიამოვნებთ გერმანულენოვანი პერსონალისა და გერმანულენოვანი გიდების მომსახურება.
  • <b>მეცნიერება და კვლევა:</b> გერმანული მეცნიერებაში მეორე ენაა თავისი მნიშვნელობით. გერმანია კვლევისა და განვითარების სფეროში მესამე ადგილზეა მსოფლიოში და უცხოელი მეცნიერებისთვის კვლევით სტიპენდიებს გასცემს. Foto: PantherMedia / Darren Baker
    მეცნიერება და კვლევა: გერმანული მეცნიერებაში მეორე ენაა თავისი მნიშვნელობით. გერმანია კვლევისა და განვითარების სფეროში მესამე ადგილზეა მსოფლიოში და უცხოელი მეცნიერებისთვის კვლევით სტიპენდიებს გასცემს.
  • <b>კომუნიკაცია:</b> განვითარება მედიების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მრავალენოვან კომუნიკაციას მოითხოვს. მნიშვნელოვანი ვეგ-გვერდების დიდი რაოდენობა გერმანულ ენაზეა. გერმანია წიგნების ახალი გამოცემების რიცხვით მსოფლიოს მასშტაბით 87 ქვეყანას შორის მე-6 ადგილს იკავებს ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ. ამიტომაც თქვენი გერმანული ენის ცოდნა ინფორმაციასთან ფართო ხელმისაწვდომობას გიქმნით. © Goethe-Institut/Bernhard Ludewig
    კომუნიკაცია: განვითარება მედიების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მრავალენოვან კომუნიკაციას მოითხოვს. მნიშვნელოვანი ვეგ-გვერდების დიდი რაოდენობა გერმანულ ენაზეა. გერმანია წიგნების ახალი გამოცემების რიცხვით მსოფლიოს მასშტაბით 87 ქვეყანას შორის მე-6 ადგილს იკავებს ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ. ამიტომაც თქვენი გერმანული ენის ცოდნა ინფორმაციასთან ფართო ხელმისაწვდომობას გიქმნით. [Wikipedia, 2014]
  • <b>კულტურის წვდომა:</b> გერმანული ენის შესწავლა გერმანულენოვანი ქვეყნების მულტიკულტურული საზოგადოებისა და მასში მცხოვრებ ადამიანთა ცხოვრების, სურვილებისა და ოცნებების შეცნობას ნიშნავს. © Getty Images / Neil Guegan
    კულტურის წვდომა: გერმანული ენის შესწავლა გერმანულენოვანი ქვეყნების მულტიკულტურული საზოგადოებისა და მასში მცხოვრებ ადამიანთა ცხოვრების, სურვილებისა და ოცნებების შეცნობას ნიშნავს.
  • <b>მოგზაურობა:</b> გერმანული ენის ცოდნით მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაიღრმავეთ არა მარტო გერმანულენოვან, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში! © Getty Images/Manuel Gutjahr
    მოგზაურობა: გერმანული ენის ცოდნით მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაიღრმავეთ არა მარტო გერმანულენოვან, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში!
  • <b>ლიტერატურით, მუსიკით, ხელოვნებითა და ფილოსოფიით მონიჭებული სიამოვნება:</b> გერმანული გოეთეს, კაფკას, მოცარტის, ბახისა და ბეთჰოვენის ენაა. ისიამოვნეთ მათი ნაწარმოებების ორიგინალში კითხვითა და მოსმენით. © Goethe-Institut/Loredana La Rocca
    ლიტერატურით, მუსიკით, ხელოვნებითა და ფილოსოფიით მონიჭებული სიამოვნება: გერმანული გოეთეს, კაფკას, მოცარტის, ბახისა და ბეთჰოვენის ენაა. ისიამოვნეთ მათი ნაწარმოებების ორიგინალში კითხვითა და მოსმენით.
  • <b>გერმანიაში უმაღლესი განათლების მიღებისა და მუშაობის შესაძლებლობები:</b> გერმანია უმაღლესი განათლების მისაღებად  სტიპენდიების დიდ რაოდენობას გასცემს. ახალგაზრდა უცხოელებისათვის საგანგებო სამუშაო ვიზები არსებობს, გარკვეული პროფესიის ადამიანისთვის სამუშაო უფლების მიღების განსაკუთრებული წესები მოქმედებს. © Getty Images/Matthias Tunger
    გერმანიაში უმაღლესი განათლების მიღებისა და მუშაობის შესაძლებლობები: გერმანია უმაღლესი განათლების მისაღებად  სტიპენდიების დიდ რაოდენობას გასცემს. ახალგაზრდა უცხოელებისათვის საგანგებო სამუშაო ვიზები არსებობს, გარკვეული პროფესიის ადამიანისთვის სამუშაო უფლების მიღების განსაკუთრებული წესები მოქმედებს.