გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გოეთეს ინსტიტუტი პროგრამით Europanetzwerk Deutsch ხელს უწყობენ გერმანული ენის როგორც ევროკავშირის ინსტიტუტთა სამუშაო ენის პოპულარიზაციას და ასევე, მხარს უჭერენ აქტიური ევროპული ქსელის ჩამოყალიბებას. პროგრამა მოიცავს ექსკლუზიურ ენის კურსებს გერმანიაში.