კონკურსები და ღონისძიებები

მოსწავლეების გააქტიურება მასწავლებლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - და ზოგჯერ ურთულესი - ამოცანაა. ამიტომაც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი პერიოდულად გთავაზობთ კულტურულ ღონისძიებებსა და კონკურსებს,  რომლებიც დაგეხმარებათ, რომ გერმანულის შესწავლამ თქვენს მოსწავლეებს სიამოვნება და სიხარული მიანიჭოს. 
 

Logo Deutschlehrer*innentag 2021 im Südkaukasus © Goethe-Institut

გერმანული ენის მასწავლებლის დღე 2021

ბოლო პერიოდში ვირტუალური და პირისპირ სწავლა-სწავლების ფორმატის ხშირმა ცვლამ პედაგოგები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ისინი, ერთი მხრივ, მრავალი პრობლემის წინაშე დადგნენ, მეორე მხრივ კი ციფრულ სამყაროში ორიენტირების გზების სწრაფად პოვნა შეძლეს. ციფრულ სწავლა-სწავლებას და მასთან დაკავშირებულ გამოცდილებებს ეძღვნება ჩვენი ღონისძიება „გერმანული ენის მასწავლებლების დღე 2021 სამხრეთ კავკასიაში - "საუკეთესო ორ სივრცეს შორის”, რომელიც 2021 წლის 29  და 30 ოქტომბერს გაიმართება.

სამყარო. ადამიანი. ინტელექტი.

გოეთეს ინსტიტუტი, მაქს პლანკის საზოგადოება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ გამოფენას „სამყარო. ადამიანი. ინტელექტი”, რომელიც ეძღვნება უახლეს სამეცნიერო მიღწევებს გერმანიაში. ინტერაქტიული გამოფენა გაიმართება 25 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე.

Internationale Deutscholympiade 2024

Das Finale des größten Wettbewerbs der deutschen Sprache findet 2024 in Göttingen statt. Weltweit bereiten sich nun rund 50 Länder in nationalen Vorrunden darauf vor.
Dabei sein ist alles!

ჩემპიონატი 2022

შემდგომი ხუთი კვირის განმავლობაში, 24 ოქტომბრიდან 27 ნოემბრამდე, თქვენ შეგეძლებათ მოსწავლეებთან ერთად გამოიყენოთ აპლიკაცია „გერმანული - სუპერძალა“, სადაც სახალისო და საინტერესო მინი-დავალებებია წარმოდგენილი. თქვენს მოსწავლეებს შეეძლებათ ჯგუფებში ხუთ სუპერძალასთან დაკავშირებით, რომლებიცაა გემოვნება, აღმოჩენა, მუსიკა, ტექნიკა და კრეატიულობა, იმსჯელონ, ითამაშონ და ბევრი ახალი რამ ისწავლონ.

გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა 2022

გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა 2022 კვლავ ტარდება! 25 ივლისიდან 5 აგვისტომდე ჰამბურგში ფინალური ეტაპი გაიმართება. 

Wissen und Lernen im digitalen Zeitalter Goethe-Institut Georgien

პროგრამა მასწავლებლების და დირექტორებისთვის
სწავლა-განათლება ციფრულ ეპოქაში

პანდემიის გამო სწავლისა და სწავლების  „ელვისებური გაციფრულების“ დაწყებიდან ნახევარ წელიწადში სამხრეთ კავკასიის სკოლის ხელმძღვანელებსა და პედაგოგებს ვიწვევთ შუალედური შეჯამების გასაკეთებლად და ინდივიდუალურად მორგებული ციფრული უნარების დასაუფლებლად. გაციფრულების თემაზე ჩვენი მრავალფეროვანი შემოთავაზებები იხილეთ აქ.

Digitalkongress_20.20 Goethe-Institut Ukraine

განაცხადების მიღება 08.10.2020-მდე
ციფრული კონგრესი 20.20

2020 წელი განათლების სამყაროს ყირაზე აყენებს. მთელს მსოფლიოში პანდემიის გამო კვირების და თვეების მანძილზეც კი იხურება სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. ციფრულ კონგრესი 20.20 საშუალებას მოგვცემს, პასუხები გავცეთ თქვენს შეკითხვებს და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი იმ პრობლემების დასაძლევად, რაც ონლაინ სწავლებაში ცოდნის შეძენასა და სასწავლო პროცესს უკავშირდება.