რა არის „ONLEIHE“?
„Onleihe“ გოეთეს ინსტიტუტის უფასო ციფრული ბიბლიოთეკაა. ამჟამად ის 23.000 გერმანულენოვან ელექტრონულ წიგნზე, აუდიო რესურსზე, მასალაზე გერმანული ენის შემსწავლელთათვის, ჟურნალსა და გაზეთზე წვდომისა და მათი გადმოწერის, ასევე ფილმების ონლაინ რეჟიმში ყურების საშუალებას იძლევა.
- Onleihe – ელ.-წიგნები
- Onleihe – აუდიო წიგნები
- Onleihe – მასალები გერმანული ენის შემსწავლელთათვის
- Onleihe – ჟურნალები
- Onleihe – გაზეთები
- Onleihe – ფილმები
- Onleihe – საყმაწვილო ლიტერატურა
- Onleihe – დეტექტივები და თრილერის ჟანრის ნაწარმოებები
ყველგან და ნებისმიერ დროს უფასოდ
დარეგისტრირების შედეგად ციფრულ ბიბლიოთეკაზე წვდომის მიღების შემდეგ მისი გამოყენება შესაძლებელი ხდება კომპიუტერზე, ლეპტოპზე, ან მობილურზე Onleihe-App-ის მეშვეობით (ანდროიდისა თუ iOS სისტემებისთვის).
ვის შეუძლია ისარგებლოს ციფრული ბიბლიოთეკით „ONLEIHE“?
ციფრული ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც ცხოვრობს გერმანიის ფარგლებს გარეთ (საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში). დარეგისტრირება მარტივად არის შესაძლებელი ონლაინ. ამისთვის ნებისმიერი სხვა ბიბლიოთეკის წევრობა სავალდებულო არ არის.
როგორ დავრეგისტრირდე?
Onleihe ციფრული ბიბლიოთეკის მასალებზე წვდომა სხვადასხვა მოწყობილობის საშუალებითაა შესაძლებელი. აქ ნაბიჯ-ნაბიჯ გიჩვენებთ, თუ როგორ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და გამოიყენოთ ციფრული ბიბლიოთეკა: