ციფრული საბავშვო უნივერსიტეტი იდეალურია 8-12 წლის ბავშვებისთვის, რომლებსაც ეს-ესაა დაწყებული აქვთ გერმანული ენის შესწავლა, თუმცა ისეთებისთვისაც, ვინც ენას უკვე კარგად ფლობს.
ლექციები ტარდება გერმანულ ენაზე და ინგლისურ ენაზე სუბტიტრებით. ლექცია შედგება ვიდეოსგან, რომელსაც მოსდევს სამი, ვიდეოსთან დაკავშირებული დავალება და ერთი საბონუსე დავალება. ვიდეოებში ბავშვები 10 ახალ სიტყვას სწავლობენ, რომ თამაშ-თამაშით დაიწყონ ენის დაუფლება.
მშობლებისთვის
მშობლის ანგარიშით შეძლებთ ყველა დავალების ერთბაშად ნახვას, რომ სასწავლო პროცესის ლოგიკას ჩაწვდეთ. თან თქვენი შვილის წარმატებებისთვის თვალყურის მიდევნებასაც შეძლებთ.