გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები
ჩვენი კურსები მოიცავს A1-C2 დონეებს, კურსის მონაწილეთა ასაკი 16+
გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები
შეამოწმეთ თქვენი გერმანული
თუ თქვენ უკვე გაქვთ გერმანული ენის გარკვეული ცოდნა გთავაზობთ ენის ცოდნის განმსაზღვრელ ტესტს. მისი საშუალებით გაიგებთ თუ რა დონეზე ფლობთ ენას. ჩვენ თქვენთან ერთად განვსაზღვრავთ სწავლის მიზანს და შეგირჩევთ შესაფერის კურსს. ყოველგვარი ენის ცოდნის გარეშე ავტომატურად დაიწყებთ A1 საფეხურიდან.
ჩვენ გთავაზობთ C1 დონის კურსებს TestDaF-ის გამოცდისთვის, ასაკი 16+
B1 და B2 დონის გამოცდები დიგიტალურ ფორმატში
დიგიტალური გამოცდები ტარდება საგამოცდო ცენტრში ინსტიტუტის ლეპტოპებით, რომლებიც აღჭურვილია გერმანული კლავიატურით. ლეპტოპებზე ტარდება გამოცდის ყველა მოდული - კითხვა, წერა და მოსმენა (ყურსასმენებით). მოდული „ლაპარაკი“ ტარდება გოეთეს ინსტიტუტის გამოცდილ გამომცდელებთან ერთად.