Vorkurs Deutsch – Neu in Georgien
გერმანული ენის დაწყებითი კურსი VORKURS DEUTSCH ბავშვებს გაუადვილებს გერმანული ენის შესწავლას პირველ სასწავლო წელს (მე- 5 კლასში).
მოსწავლეებისთვის განკუთვნილი წიგნი მოიცავს 9 მოდულს ასაკისთვის შესაფერის თემებზე და CD-ს მოსასმენ მასალებთან ერთად.
სასწავლო წლის დაწყების წინ საჯარო სკოლის მასწავლებლებს სახელმძღვანელოს შეკვეთა შეუძლიათ რესურს-ცენტრების დახმარებით. ყველა სხვა სკოლას მასალების გატანა შეუძლიათ თბილისის გოეთეს ინსტიტუტიდან.
სახელმძღვანელო გამოიცა სულაკაურის გამომცემლობის მიერ გერმანიის საელჩოსა და გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით. ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე
DVG - Verband der Deutschlehrer in Georgien