#ნივთეBib
საკერავი მანქანა, Instax კამერა დაბადების დღის წვეულებისთვის ან თუნდაც ბურღი სარემონტო სამუშაოებისთვის - ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ ნივთებისა, რომლის გატანაც ჩვენი ბიბლიოთეკიდან შეგიძლია.
აქ ყველაფერს იპოვი - რაც მთავარია, გატანა უფასოა.
არსი
რა არის ნივთების ბიბლიოთეკა?
ხანდახან ისეც ხდება, რომ დაუფიქრებლად ვყიდულობთ ძვირადღირებულ ნივთებს, რომლებიც ერთჯერადად ან საერთოდ არ გვადგება. ასეთი ნივთები არამხოლოდ ადგილს იკავებენ, არამედ მასობრივი წარმოების გამო ჩვენი პლანეტის შეზღუდულ რესურსებსაც უქმნიან საფრთხეს.
„ნივთების ბიბლიოთეკა“ გვთავაზობთ ნივთების გამოყენების ინოვაციურ, პრაქტიკულ და ეკოლოგიურად პასუხისმგებელ გადაწყვეტას. ჩვენი მხრიდან წახალისებულია არა ნივთების შეძენა, არამედ მათი, საჭიროებისამებრ, დროებითი გამოყენება, რაც ხელს უწყობს მდგრადად განვითარებასა და გააზრებულ მოხმარებას. ამჟამად საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის „ნივთების ბიბლიოთეკა“ - სახელწოდებით #ნივთეBib 25 სხვადასხვა ნივთს, მოწყობილობასა და თამაშს აერთიანებს.