ენების ევროპული დღე
ევროპული ენების დღის შესახებ
ევროპული ენების დღე ევროსაბჭოს და ევროკომისიის ინიციატივით 2001 წელს დაწესდა. მისი მიზანია ენობრივი მრავალფეროვნების ხელშეწყობა და 47 წევრი სახელმწიფოს 800 მილიონზე მეტი მაცხოვრებლის წახალისება - ნებისმიერ ასაკში დაიწყონ ახალი ენის სწავლა - სკოლაში და სკოლის მიღმა. ენობრივი მრავალფეროვნება ჩვენი ინტერკულტურული იდენტობის და ევროპის უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.
საქართველოში ევროპული ენების დღე 2012 წლიდან აღინიშნება. გასულ წლებში ამ ღონისძიებაში, რომელსაც ორგანიზებას უწევს EUNIC საქართველო - ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული კულტურის ინსტიტუტების ასოციაცია საქართველოში და მისი მუდმივმოქმედი წევრები: ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, დანტე ალიგიერის საზოგადოება, და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან ერთად, 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.