შეთავაზებები გერმანული ენის კლასებისთვის

მოსწავლეების გააქტიურება მასწავლებლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ზოგჯერ ურთულესი ამოცანაა. ჩვენ დაგეხმარებით  სასწავლო პროექტებით, მასალებით და საინტერესო კონკურსებით.

აქტივობები

  • გერმანული ენის სწავლა მუზეუმში

    გერმანული ენის შესწავლა გრძნობის ყველა ორგანოთი: რას იტყვით ენის ცოცხალ გაკვეთილზე პირდაპირ მუზეუმში  - თამაშ-თამაშით, ინტერაქციითა და სათანადო გამოფენის ატმოსფეროში.

    Deutsch lernen im Museum ფოტო: გოეთეს ინსტიტუტი ფოტო: გოეთეს ინსტიტუტი

  • ევროპული ენების დღე

    მთელს მსოფლიოში სკოლები ევროპის ენობრივ მრავალფეროვნებას აღნიშნავენ. ისარგებლეთ ამ შემთხვევით-  აღმოაჩინეთ თქვენს კლასთან ერთად ახალი ენები, კულტურული განსხვავებები, გაუღვივეთ ინტერესი მოსწავლეებს!

    ფერადი სახეების სილუეტები სხვადასხვა ფერებში EDL EDL

მზადება გერმანიისთვის

  • საყმაწვილო კურსი გერმანული ენა პლუს პროფესია

    დაუკავშირეთ ენობრივი უნარების გაუმჯობესება პროფესიის შერჩევას. კურსი გათვლილია საბუნებისმეტყველო ინტერესების მქონე მოსწავლეებზე და მათ გერმანული საწარმოების  გაცნობას სთავაზობს, სტიპენდიის ჩათვლით. 

        © Colourbox © Colourbox

  • საგანმანათლებლო პინგ-პონგი

    გააცანით თქვენს მოსწავლეებს  ყოველდღიურობა გერმანიაში. მოკლე ვიდეოებში მოსწავლეები და სტუდენტები უმაღლესში სწავლასა და ცხოვრებაზე პრაქტიკულ რჩევებს მისცემენ მათ.

თქვენი გერმანული ენის გაკვეთილისთვის

გერმანული ენის საათი

გერმანული ენის საათი გახლავთ გერმანულის, როგორც უცხო ენის სასწავლო მასალების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსების და ჟურნალი ენის პორტალი. ადგილობრივი გაერთიანებების მეშვეობით სხვა პედაგოგებთან კონტაქტის დამყარებას სულ რამდენიმე დაწკაპუნება  გაშორებთ.
 

  • კოდირება Calliope mini -ით

    ხელი შეუწყეთ ციფრული უნარების და იმავდროულად ენისადმი ალღოს განვითარებას. Calliope mini -ით მოსწავლეები  სწავლობენ კრეატიულ დაპროგრამებას გერმანულ ენაზე. გამოიყენეთ ჩვენი პრაქტიკული სემინარები, მასალები და ინსტრუქციები.
     

  • ცოდნა და სწავლა ციფრულ ეპოქაში

    გადაასხვაფერეთ ციფრული გაკვეთილი. აღმოაჩინეთ შთამაგონებელი გამოხმაურებები სამხრეთ კავკასიიდან - აპლიკაციებიდან დაწყებული ვიდეოებით დამთავრებული

    სწავლა-განათლება ციფრულ ეპოქაში Goethe-Institut Georgien Goethe-Institut Georgien

  • ციფრული ბიბლიოთეკა

    Onleihe-ში გერმანული ენისა და კულტურის შესასწავლ უამრავ DaF-მასალას, სახელმძღვანელოს, ელექტრონულ და , აუდიო წიგნს იპოვით.

კონკურსები

  • გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა

    გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა  (IDO) გერმანული ენის შემსწავლელთა ყველაზე დიდი კონკურსია. 14-17 წლის მოზარდები ავლენენ გერმანული ენის ცოდნას და შეუძლიათ გერმანული ენის საუკეთესო შემსწავლელის ტიტული მოიპოვონ.

    IDO 2024 © Goethe-Institut © Goethe-Institut

  • ლექსების კონკურსი

    ეძღვნება ენას და კრეატიულობას. მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მიწვეული იყვნენ 30 წლის იუბილეზე თავისი საუკეთესო ლექსების წარსადგენად,

ციფრული სასწავლო პროექტები

  • 8-12 წლის ასაკობრივი კატეგორიისთვის

    საბავშვო უნივერსიტეტი

    შეისწავლე  ცოდნის სხვადასხვა დარგი და ყოველდღიურობის ფენომენი. თან შეძლებ გერმანული თამაშ-თამაშით ისწავლო.

    Deutsche Kinderuni © Goethe-Insitut © Goethe-Insitut

  • 12-14 წლის ასაკობრივი კატეგორიისთვის

    იუნიორთა უნივერსიტეტი

    შეაბიჯე რობოტიკის, კოსმონავტიკის, ტექნოლოგიის და მდგრადობის სამყაროში და თან გერმანული ენა ისწავლე

    JuniorUni Landing © Goethe-Institut © Goethe-Institut

  • 14-18 წლის ასაკობრივი კატეგორიისთვის

    პროფესიონალთა უნივერსიტეტი

    გაიგე, რა პროფესიები არსებობს და როგორაა მოწყობილი გერმანული საწარმოები და  თან გერმანული ენის ცოდნა გაიუმჯობესე.

    ProfiUni © ProfiUni © ProfiUni

კონტაქტი

გერმანულს ასწავლით საქართველოში, სომხეთში ან აზერბაიჯანში? სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას კვალიფიკაციის ამაღლებასთან, სასწავლო მასალებთან და პროექტებთან დაკავშირებით. რაიმე ღონისძიებას გეგმავთ? ჩვენ გვერდში დაგიდგებით.

sbbko1-tbilissi@goethe.de

გამოგვყევით