კომპეტენციაზე ორიენტაცია
მოდულში "კომპეტენციაზე ორიენტაციის ციფრულად რეალიზება" მონაწილეები იმსჯელებენ კომპეტენციის ორიენტაციის პრინციპზე და შერჩეული ციფრული ინსტრუმენტების დახმარებით შეძლებენ სწავლების მიზნების, შეფასებების ან რეფლექსიების გაკვეთილზე რეალიზებას.
მოქმედების ორიენტაცია
მოდულში - მოქმედების ორიენტაციის ციფრულად რეალიზება მონაწილეები შეისწავლიან, როგორ განუვითარონ თავის მოწაფეებს ავთენტურ საკომუნიკაციო სიტუაციებში გერმანული ენით მოქმედების უნარი, აგრეთვე ხსენებული პრინციპის დასწრებულ და ონლაინ გაკვეთილზე ციფრული ინსტრუმენტებით მიზანმიმართულ რეალიზებას.
პერსონალიზება
მოდულში - პერსონალიზების ციფრულად რეალიზება მონაწილეები შეისწავლიან ციფრული მედიების და ინსტრუმენტების დახმარებით პერსონალიზების პრინციპის ონლაინ და დასწრებულ გაკვეთილზე რეალიზებას, რათა მათი მოწაფეები მოტივირებულები იყვნენ ერთმანეთთან სამუშაოდ.
მოსწავლეების გააქტიურება
მოდულში - მოსწავლეების გააქტიურების ციფრულად რეალიზება მონაწილეები შეისწავლიან, როგორ მოახდინონ ონლაინ და დასწრებულ გაკვეთილზე ციფრული მედიებით და ინსტრუმენტებით მოწაფეების გააქტიურების პრინციპის რეალიზება, რომ მოწაფეები შეძლებისდაგვარად აქტიურად ჩაებან საგაკვეთილო და სასწავლო პროცესში.
ინტერაქციაზე ორიენტაცია
მოდულში - ინტერაქციის ორიენტაციის ციფრულად რეალიზება მონაწილეები იმსჯელებენ ინტერაქციის ორიენტაციის პრინციპზე. მათ შეეძლებათ ციფრული ინსტრუმენტების დახმარებით ონლაინ და დასწრებულ გაკვეთილზე მოწაფეებისთვის სოციალურ კონტექსტში ერთმანეთთან ინტერაქციის სტიმულის მიცემა.