რა არის Kinderuni

გინდა გაეცნო საინტერესო ცოდნის სფეროებს და თან გერმანული ისწავლო? მაშინ ციფრული საბავშვო უნივერსიტეტი სწორედ შენთვისაა! დარეგისტრირდი და აღმოაჩინე ჩვენი უფასო ონლაინ პლატფორმა.

პედაგოგებს, რომლებსაც საბავშვო უნივერსიტეტის გაკვეთილზე გამოყენება სურთ, მოვუმზადეთ გზამკვლევები და დიდაქტიკური მასალა. შეაბიჯეთ ცოდნის და გერმანული ენის სამყაროში!

Die digitale Kinderuni

საბავშვო უნივერსიტეტი სახლში

ციფრული საბავშვო უნივერსიტეტი იდეალურია 8-12 წლის ბავშვებისთვის, რომლებსაც ეს-ესაა დაწყებული აქვთ გერმანული ენის შესწავლა, თუმცა ისეთებისთვისაც, ვინც ენას უკვე კარგად ფლობს.

ლექციები ტარდება გერმანულ ენაზე და ინგლისურ ენაზე სუბტიტრებით. ლექცია შედგება ვიდეოსგან, რომელსაც მოსდევს სამი, ვიდეოსთან დაკავშირებული  დავალება და ერთი საბონუსე დავალება. ვიდეოებში ბავშვები 10 ახალ სიტყვას სწავლობენ, რომ თამაშ-თამაშით დაიწყონ ენის დაუფლება.

მშობლებისთვის

მშობლის ანგარიშით შეძლებთ ყველა დავალების ერთბაშად ნახვას, რომ სასწავლო პროცესის ლოგიკას ჩაწვდეთ. თან თქვენი შვილის წარმატებებისთვის თვალყურის მიდევნებასაც შეძლებთ.

საბავშვო უნივერსიტეტი სკოლებში

საბავშვო ონლაინ უნივერსიტეტი სხვადასხვა კონტექსტში სასკოლო სწავლებაშიც შეიძლება იქნას ინტეგრირებული. მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა, ცალკეული ლექციები საგაკვეთილო პროცესში, როგორც დამატებითი მასალა ან მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა საგნების სწავლებასთან ერთად გამოიყენონ.

საბავშვო უნივერსიტეტის გაკვეთილზე გამოსაყენებელ მასალებს საბავშვო უნივერსიტეტის მასწავლებელთა ნაწილში ნახავთ. ​​​​

საკონტაქტო პირები

პროექტის პარტნიორები

  • WDR-Logo
  • Deutsche Welle

გამოგვყევით