PASCH-ინიციატივა
სკოლები: მომავლის პარტნიორები
ერთად, სწავლა, მსოფლიო მასშტაბით!
ინიციატივის ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტი ძალისხმევას არ იშურებს, რათა გააღვივოს გერმანული ენის მიმართ ინტერესი. გერმანული ენის გაკვეთილი PASCH/Fit-სკოლებში გრძელვადიანად უნდა იქცეს კურიკულუმის მუდმივ ნაწილად.
აღნიშნული მიზნით, გოეთეს ინსტიტუტის გაკვეთილის კომპეტენტური ექსპერტები მთელს მსოფლიოში ადგილზე უწევენ კონსულტაციას სკოლებს, რომლებიც გერმანული ენის უცხო ენად შემოღებას ან განვითარებას ესწრაფვიან. გარდა ამისა, გოეთეს ინსტიტუტი უცხო ენის სასწავლო თანამედროვე მასალებით ამარაგებს მისი პატრონაჟის ქვეშ მყოფ Fit-სკოლებს.
გერმანული ენის პედაგოგებს გოეთეს ინსტიტუტი მეთოდიკასა და დიდაქტიკაში კვალიფიკაციის ამაღლებას და ენის კურსებს სთავაზობს.
ხოლო მოწადინებულ მოსწავლეებს სტიპენდიის მიღების და გერმანიაში ყოველწლიური PASCH -საყმაწვილო კურსების გავლის შანსი ეძლევათ. გოეთეს ინსტიტუტი აგრეთვე აქტიურად აწარმოებს იმ პროფესიული პერსპექტივების საინფორმაციო კამპანიას, რომლებიც გერმანული ენის ცოდნას უკავშირდება. გერმანული ენის შემსწავლელებს დამატებითი სტიმული ეძლევათ, რომ განაცხადი გააკეთონ გერმანიაში უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად ან დუალურ პროფესიულ სწავლებაზე.
PASCH-ინიციატივა კონტაქტს არ წყვეტს მოსწავლეებთან სკოლის დამთავრების შემდეგაც. PASCH-სკოლადამთავრებულებთან მუშაობის ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტი ორგანიზებას უწევს სკოლადამთავრებულების შეხვედრებს და სთავაზობს სივრცეს პირადი ურთიერთობების დასამყარებლად.
ციფრები და ფაქტები
ინიციატივის- „სკოლები: მომავლის პარტნიორები’ ფარგლებში დაიწყო თანამშრომლობა პირველ PASCH-სკოლებთან
ქვეყნის შემოვლა გახდა საჭირო გოეთეს ინსტიტუტის ქსელში ჩართული 700 PASCH-სკოლის მოსანახულებლად
PASCH-მოსწავლე სწავლობს გერმანულ ენას სკოლებში, რომლებსაც გოეთეს ინსტიტუტი კურირებს.
მოსწავლემ მიიღო მსოფლიო მასშტაბით სტიპენდია 2008 წლიდან PASCH- საყმაწვილო კურსებისთვის
კონტაქტი
-
Tel.: +995 32 2938945ფლორიან თაქი
გაკვეთილის ექსპერტი საქართველოსა და აზერბაიჯანში
Florian.Tack@goethe.de
-
Tel.: +995 32 93 89 45ლუკა სეფაშვილი
განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის კოორდინატორი
Luka.Sepashvili@goethe.de
-
PASCH-ის პარტნიორები
PASCH გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივა, რომელსაც იგი ახორციელებს საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალურ უწყებასთან (ZfA), გოეთეს ინსტიტუტთან, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან (DAAD) და კულტურის მინისტრთა კონფერენციის სამდივნოს პედაგოგიურ გაცვლით სამსახურთან (PAD) თანამშრომლობით.