@ Anna Prokaeva
ანა პროკაევა არის გარემოსდამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის „Zero Waste Kharkiv“ ხელმძღვანელი და მთელს უკრაინაში მოქმედი გაერთიანების „უკრაინის ნულოვანი ნარჩენების ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ის მუშაობს მდგრადი განვითარების, ნარჩენების მართვის და გარემოსდაცვითი განათლების სფეროებში.
ის არის ქსელის „Zero Waste Ekohab“, პროფესიონალთათვის განკუთვნილი სასწავლო კურსის „Zero Waste Academy“ და პედაგოგებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი პროექტის „Zero Waste Camp Kids“ დამფუძნებელი და კოორდინატორი.
თანამშრომელთა გუნდთან ერთად ანა ახორციელებს კომპოსტირების დანერგვას უკრაინის თემებში, არის ნარჩენების მართვაში წრიული მიდგომის სახელმძღვანელოების თანაავტორი და რედაქტორი. გარდა ამისა, მან განახორციელა პილოტური პროექტი — დანგრეული შენობის წრიული დემონტაჟისა და ხელახალი მშენებლობის შესახებ რუსკა ლოზოვას სოფელში (ხარკივის რეგიონი).
რამდენიმე წლის განმავლობაში ის კოორდინირებდა კამპანიას „Let’s do it, Ukraine!” ხარკივის რეგიონში. თერთმეტი წლის განმავლობაში ანა იყო სატელევიზიო გადაცემის „იდეების ფაბრიკა“ (Fabrika idej) ავტორი და წამყვანი, რომელიც უკრაინაში ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აშუქებდა, განსაკუთრებით ეკოლოგიისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით.
ის არის კონკურსის „ქალთა ქვეყანა 2019“ (Zemlia zhenkin 2019) გამარჯვებული, რომელიც Yves Rocher-ის ფონდმა ჩაატარა — ეკო-ჰაბის, ნულოვანი ნარჩენების სივრცის კონცეფციით.