KIKUK 2.0
ხელოვნური ინტელექტი კრეატიულად და კრიტიკულად

საერთაშორისო ახალგაზრდული კონკურსი „KIKUK – ხელოვნური ინტელექტი კრეატიულად და კრიტიკულად“ მეორე ეტაპზე გადადის!
პროექტის თემით„ჩემი მომავალი ხელოვნურ ინტელექტთან ერთად“, ინოვაციური ინიციატივა კვლავ იწვევს მოსწავლეებს მთელი მსოფლიოდან, რათა კრეატიულად და კრიტიკულად გააანალიზონ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება — და აქტიურად ჩამოაყალიბონ საკუთარი მომავალი.

KIKUK – Kreativ und kritisch mit künstlicher Intelligenz © Goethe-Institut

KIKUK-ის შესახებ

„KIKUK – ხელოვნური ინტელექტი კრეატიულად და კრიტიკულად“არის ინოვაციური პროექტი, რომელიც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გამოიკვლიონ ხელოვნური ინტელექტის კრეატიული გამოყენება.
პროექტის მიზანია21-ე საუკუნის უნარების განვითარებახელოვნური ინტელექტის თემაზეპარტიციპატიული, კრეატიული და კრიტიკული მუშაობისგზით.
მონაწილე გუნდები თავიანთ ნამუშევრებს წარადგენენ ადგილობრივ გოეთეს ინსტიტუტში და ეროვნული შესარჩევი ეტაპის გავლის შემდეგ გადადიან გლობალურ კონკურსზე KIKUK.
მეორე ეტაპზე ისინი საერთაშორისო გუნდებში ქმნიან ხელოვნების ნამუშევრებს თემაზე„ჩემი მომავალი ხელოვნურ ინტელექტთან ერთად“, KI-აპლიკაციების დახმარებით.
სამუშაო პროცესის განმავლობაში მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს ხელმისაწვდომი აქვთ საინტერესო ვორქშოპები და ტუტორიალები, რომლებიც პრაქტიკულ ხედვას სთავაზობენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე და ხელს უწყობენ მის კრიტიკულ გააზრებას.
საერთაშორისო ჟიური შეაფასებს საუკეთესო ნამუშევრებს. გამარჯვებული გუნდები მიიღებენ პრიზებს და თავიანთ ნამუშევრებს გამოფენენGoetheVRsum-ში.

კონკურსი მოსწავლეებისთვის

ჩვენი თემა 2025/2026 წლის კონკურსისთვის არის:
„ჩემი მომავალი ხელოვნურ ინტელექტთან ერთად“

აირჩიეთ ერთ-ერთი კითხვა:
  • როგორ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი შენს ყოველდღიურ ცხოვრებას?
  • როგორ ვისწავლით, ვიმუშავებთ, ვიკომუნიკირებთ და დავისვენებთ მომავალში?

შექმენით გუნდი და გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია, რათა შექმნათ თქვენი საკუთარი KI-ხელოვნების ნამუშევარი მომავლის ხედვაზე.
ყველაფერი დასაშვებია: ვიდეოები, მუსიკა, სურათები, ვიდეო-ინსტალაციები, ტექსტები…

გაიარეთ რეგისტრაცია და გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევარი 17.11.2025-მდე შემდეგი ბმულის საშუალებით!

გაიმარჯვეთ ეროვნულ KIKUK-კონკურსში თქვენს ქვეყანაში და შეუერთდით KIKUK global-ის ფარგლებში მოსწავლეებს — ტაიპეიდან სან-ფრანცისკომდე!
დამატებით ინფორმაციას მიიღებთ მონაწილე ქვეყნებში მდებარე გოეთეს ინსტიტუტებში.

სიახლე: კონკურსი მასწავლებლებისთვის

გსურთ გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, რათა შექმნათ რეკლამა თქვენი გერმანული ენის პროგრამისთვის?
მაშინ მიიღეთ მონაწილეობა KIKUK-ის კონკურსში მასწავლებლებისთვის!
შექმენით ორიგინალური სარეკლამო მასალა ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით – მაგალითად, პლაკატი, ვიდეო, სიმღერა ან რაც გაგეხარდებათ!

გაიარეთ რეგისტრაცია და ატვირთეთ თქვენი ნამუშევარი 17.11.2025-მდე შემდეგი ბმულის საშუალებით!
   

KIKUK – შენი მომავალი ხელოვნურ ინტელექტთან ერთად

როგორ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი შენს ცხოვრებას? წარმოგვიდგინე შენი იდეები!

შექმენი შენს გუნდთან ერთად საკუთარი ხელოვნების ნიმუში ხელოვნური ინტელექტისა და შენი კრეატიულობის დახმარებით.
არ აქვს მნიშვნელობა, ვიდეოა, მუსიკა, სურათი თუ ტექსტი: ყველაფერი შესაძლებელია.

კონკურსში მონაწილეობა

ხელოვნური ინტელექტი

გერმანული ენის განათლების სფეროში ურთიერთთთანამშრომლობის 2025 წლის კალენდარი შეიცავს მრავალ რესურსს ხელოვნური ინტელექტის თემაზე.“

KIKUK-ის პირველი კონკურსის მიმოხილვა

პირველ კონკურსში „KIKUK – ხელოვნური ინტელექტი კრეატიულად და კრიტიკულად“ უამრავმა ახალგაზრდა ტალანტმა წარმოადგინა თავისი იდეები და ხედვები. ჟიურიმ 250-ზე მეტი ნამუშევრიდან საუკეთესო 30 გუნდი შეარჩია.

გამარჯვებული ნამუშევრები შთამბეჭდავად აჩვენებს, რამდენად კრეატიულად და კრიტიკულად უდგებიან ახალგაზრდები ხელოვნურ ინტელექტს. იქნება ეს ფოტო, ვიდეო თუ მუსიკა – პერსპექტივების მრავალფეროვნება მართლაც შთამბეჭდავია.

© Goethe-Institut

Auftaktveranstaltung KIKUK 2.0

Meine Zukunft mit KI

Datum & Zeit: Mittwoch, 8. Oktober 2025, 13 Uhr (MEZ)
Format: Online (über Zoom)
Zielgruppe: Deutschlehrkräfte und Schüler*innen aus aller Welt
Arbeitssprache: Deutsch

Die Auftaktveranstaltung des Wettbewerbs „KIKUK 2.0“ bietet eine spannende Gelegenheit, das Projekt und seine Ziele kennenzulernen. Die Teilnehmenden werden über die verschiedenen Phasen des Wettbewerbs informiert und erhalten wertvolle Einblicke in die Anforderungen und Bewertungskriterien.

Freuen Sie sich auf eine inspirierende Veranstaltung!

 

Onlineseminar für Deutschlehrkräfte

KIKUK 2.0 - Meine Zukunft mit KI: Mit Kunst und KI kreativ und kritisch DaF-Unterricht gestalten

Format: Online
Zielgruppe: Deutschlehrkräfte aus aller Welt
Arbeitssprache: Deutsch
Referentinnen: Marje Zschiesche-Stock, Sabine Hellwig
Veranstalter: Cornelsen Verlag

Kennen Sie das? „Ist das Kunst oder kann das weg?“ Dieser Ausspruch hat jahrelang nicht nur die Kunstdebatte belebt, sondern auch hinterfragt, was Kunst wirklich ausmacht. Seit dem ersten Kunstwerk, das 1965 mit KI geschaffen wurde, hat diese Diskussion eine spannende neue Dimension gewonnen. In einer Ära generativer KI-Plattformen und wiederholbarer Muster stellt sich die Frage: Wie bewahrt Kunst ihre Einzigartigkeit, und wie lässt sich diese Diskussion in den DaF-Unterricht integrieren?

In diesem Onlineseminar setzen wir uns kreativ und kritisch mit dem Thema Kunst und Künstliche Intelligenz auseinander und zeigen, wie sich beides didaktisch sinnvoll in den Fremdsprachenunterricht integrieren lässt.

Das kostenfreie Training kann an zwei verschiedenen Terminen besucht werden:

Kontakt

პარტნიორები

  • Cornelsen
  • c't magazin für computer technik

გამოგვყევით