კვალიფიკაციის ამაღლება
გერმანული ენის მასწავლებლებისთვის

იქნება ეს მხარეთმცოდენობა, მეთოდიკა, დიდაქტიკა თუ ენის კომპეტენციების გაუმჯობესება - გოეთეს ინსტიტუტი გერმანული ენის მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლების ფართო საშუალებებს სთავაზობს.

კლასში გადაღებული ახალგაზრდა ღიმილიანი მასწავლებლის პორტრეტი. ფონზე მოსწავლეები მაგიდასთან სხედან.

კვალიფიკაცია

გერმანული ენის სწავლების სწავლა

გაიუმჯობესეთ  პედაგოგიური უნარები გერმანული ენის პედაგოგებისთვის განკუთვნილი გოეთეს ინსტიტუტის  კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული განვითარების სერიით.

მწვანე დიპლომი

პროფესიული მომზადების პროგრამა „მწვანე დიპლომი“  გერმანული ენის პედაგოგებს ანიჭებს გოეთეს ინსტიტუტში სწავლების კვალიფიკაციას. განაცხადის გაკეთება მოცემულ მომენტში შეუძლებელია.

ენა და კულტურა

 კვალიფიკაციის ამაღლების სერია - „ენა და კულტურა“ სრულდება. შემდგომი საკვალიფიკაციო ტური არ შედგება.

ოთხშაბათის მოტივები

გოეთეს ინსტიტუტის ონლაინ სერია გერმანული ენის მასწავლებლებს მსოფლიო მასშტაბით ყოველთვიურად სთავაზოს  ახალ-ახალ ინიციატივებს, პრაქტიკულ იდეებს და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს - უფასოდ!

მასწავლებელი ჯგუფურად ეხმარება მოსწავლეებს გაკვეთილზე © shutterstock/StudioRomantic © shutterstock/StudioRomantic

კვალიფიკაციის ამაღლება გერმანიაში

თუ ხართ გერმანული ენის პედაგოგი, შესაძლებლობა გაქვთ აიმაღლოთ კვალიფიკაცია გერმანიაში სწავლა-განათლების გასაგრძელებლად გამოყოფილი სტიპენდიით.

კონფერენციებზე დასწრება და კავშირ-ურთიერთობების დამყარება

  • IDT 2025

    გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია (IDT) გერმანულის, როგორც უცხო და მეორე ენის ყველაზე მასშტაბური კონფერენციაა და ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება რომელიმე გერმანულენოვან ქვეყანაში.

    IDT 2025 © IDT 2025 © IDT 2025

  • გერმანული ენის მასწავლებლის დღე საქართველოში

    გერმანული ენის მასწავლებლის დღე საქართველოში 2024 დახუნძლული იყო იდეებით - დაწყებული ციფრულ მედიებიდან და ხელოვნურ ინტელექტიდან, დამთავრებული გერმანულის, როგორც უცხო ენის გაკვეთილის ჩატარების კრეატიული მეთოდებით და ნაცადი მიდგომებით.

     გერმანული ენის მასწავლებლის დღე საქართველოში © Goethe-Institut Georgien © Goethe-Institut Georgien

  • Getvico

    GETVICO24 გოეთეს ინსტიტუტის გერმანული ენის მასწავლებელთა ვირტუალური კონფერენციაა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ 24 საათში მსოფლიოს მოგატარებთ. მომავალი GETVICO24 გაიმართება 2026 წელს. 

    Getvico24-ის ლოგო იისფერ ფონზე © Goethe-Institut e.V. © Goethe-Institut e.V.

კონტაქტი

გერმანულს ასწავლით საქართველოში, სომხეთში ან აზერბაიჯანში? სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას კვალიფიკაციის ამაღლებასთან, სასწავლო მასალებთან და პროექტებთან დაკავშირებით. რაიმე ღონისძიებას გეგმავთ? ჩვენ გვერდში დაგიდგებით.

sbbko1-tbilissi@goethe.de

გამოგვყევით