საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის გახსნიდან 30 -ე წლისთავისადმი მიძღვნილ ლექსების კონკურსზე მიწვეული იყო გერმანული ენის ყველა პედაგოგი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის 30-ე წლისთავი
დევიზით „საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის 30-ე წლისთავი“ უამრავმა პედაგოგმა წარმოადგინა თავისი ნაშრომი, რომლებიც გულდასმით იქნა შეფასებული ჟიურის მიერ. სამი საუკეთესო ლექსი დაჯილდოვდა წიგნების კრებულით, რომლებიც მათ ავტორებს 2024 წლის 17 ნოემბერს საზეიმოდ გადაეცათ ღონისძიების - „გერმანული ენის მასწავლებლის დღე საქართველოში“ ფარგლებში.
ამ კონკურსით აღინიშნა არ მარტო გოეთეს ინსტიტუტის იუბილე, არამედ რეგიონის პედაგოგთა ენობრივი კრეატიულობა და ენთუზიაზმი.
კონტაქტი
დოქტ. სიუზან რადვანი
ენის განყოფილების ხელმძღვანელი
ამიერკავკასიის გოეთეს ინსტიტუტების დირექტორის მოადგილე