Connect-Disconnect
პროექტი CONNECT ქართველ არტისტებსა და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის (UdK) სტუდენტებს აერთიანებს. ბგერისა და სხვა მედიუმების საშუალებით ისინი იკვლევენ სხვადასხვა კულტურულ კონტექსტს შორის არსებულ კავშირებს, მათ შორის - ჰარმონიას, წინააღმდეგობებსა და იმ შესაძლო თუ შეუძლებელ მიმართებებს, რომლებიც ჩვენს გარემოში იკვეთება.
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტთან (UdK Berlin) თანამშრომლობით (სამაგისტრო პროგრამა Sound Studies and Sonic Arts). შექმნილი პროექტი აუდიოხელოვნებაში, პერფორმანსსა და დროზე დაფუძნებულ მედიაში მომუშავე 13 ხელოვანს აერთიანებს.
რეზიდენცია – Connect–Disconnect
ამჟამად თბილისსა და ბერლინში დაფუძნებული ხელოვანების პირველი შეხვედრა რეზიდენციის Connect–Disconnect ფარგლებში 2025 წლის 19–24 ოქტომბერს თბილისში, ქუთაისსა და წყალტუბოში გაიმართა. მოსმენისა და შემოქმედებითი კვლევის საშუალებით მონაწილე ხელოვანები ამ სამ ქალაქსა და მათ რიტმებს, ატმოსფეროსა და მატერიალურ გარემოს დაუკავშირდნენ. ამ შემთხვევაში ხმა აღმოჩნდა მეთოდიცა და მედიაც, რომელიც ექსპერიმენტების ჩატარებისა და ნამუშევრების სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით შექმნის ბიძგად იქცა.რეზიდენციის დროს წარმოშობილი იდეები შემდგომი დისტანციური თანამშრომლობის პროცესში შემოქმედებით ნამუშევრებად გარდაიქმნა. ნამუშევრები წარმოდგენილია გამოფენაზე Connect–Reconnect — პირველად თბილისში, შემდეგ კი ბერლინში.